პეტრე ლარაძე

ქართველი პოეტი და კალიგრაფი
(გადამისამართდა გვერდიდან ლარაძე, პეტრე)

პეტრე გიორგის ძე ლარაძე (დ. 1770 — გ. 1837) — ქართველი პოეტი, კალიგრაფი.

პეტრე ლარაძე
დაბადების თარიღი 1770
გარდაცვალების თარიღი 1837
საქმიანობა პოეტი და კალიგრაფი
მოქალაქეობა ქართლ-კახეთის სამეფო
რუსეთის იმპერია
პეტრე ლარაძის გამოსახულება „დილარიანის“ ხელნაწერიდან.

განაგებდა თბილისის სამეფო წიგნსაცავს. მონაწილეობდა პოლიტიკურ დაჯგუფებაში. 1803-1810 წლებში თეიმურაზ ბატონიშვილთან ერთად სპარსეთს იყო გადახვეწილი. 1810 წლიდან პეტერბურგში ცხოვრობდა. 1820-იან წლებში საქართველოში დაბრუნდა. ლარაძეს ეკუთვნის ლირიკული ლექსების კრებული „მრავალფერყვავილოვანი“, პოემები „საქართველოს ძველი დროის თავგადასავალი“, „დილარიანი“, „სახე-მგოსანი“ და სხვა. ლარაძის პოემაშიაისახა ყველა ის საკითხი, რომელიც აღელვებდა XVIII-XIX საუკუნეების მიჯნის ქართულ მწერლობას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, ტფ., 1924;
  • ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966