ლაპუ-ლაპუ
ლაპუ-ლაპუ (ტაგალ. Lapu-Lapu; დ. 1491 — გ. 1542) — კუნძულ მაქტანის მთავარი (ვისაის კუნძულები, ფილიპინები), ცნობილია, როგორც პირველი ფილიპინელი, რომელიც იბრძოდა ესპანელი კოლონიზატორების წინააღმდეგ. ფიულიპინების ეროვნული გმირი. ზღვაოსან ფერნანდო მაგელანის მკვლელი.
ესპანურმა ექსპედიციამ, ზღვაოსან ფერნანდო მაგელანის მეთაურობით, აღმოაჩინა ფილიპინების არქიპელაგი. ქრისტიანობაზე მოაქცია და ხელშეკრულება დადო კუნძულ სებუს მმართველთან. ხელშეკრულების თანახმად მას და მის მეზობელ მმართველებს ხარკი უნდა გადაეხადათ ესპანეთის მეფისათვის. აღნიშნულ ხელშეკრულებას არ დაემორჩილა ლაპუ-ლაპუ. 1521 წლის 27 აპრილს შეიარაღებული ესპანელები შევიდნენ კუნძულ მაქტანზე და გადაწვეს რამდენიმე სახლი. ლაპუ-ლაპუმ შეკრიბა რიცხობრივად მეტი ჯარი და შეუტია მაგელანის რაზმს. ბრძოლისას მაგელანმა მიიღო რამდენიმე ჭრილობა და იგი მოკლა მაქტანის ბელადმა ლაპუ-ლაპუმ.