ლაპილი
(გადამისამართდა გვერდიდან ლაპილები)
ლაპილი — ვულკანის ამოფრქვევისას ვულკანურ ყუმბარებთან და ფერფლთან ერთად ამოსროლილი მომრგვალო ან უსწორმასწორო ფორმის მუხუდოს მარცვლის ან კაკლისოდენა ნაკუწი. წარმოადგენს ჰაერში ფრენისას გაცივებული ლავის ნაფლეთს ან ვულკანის მიერ გარღვეული, ადრე გაცივებული ვულკანის და გვერდითი ქანების ნატეხებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 126.