ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გერბი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გერბილანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. დამტკიცებულია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №11 დადგენილებით, 2014 წლის 25 ივნისს[1].

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გერბი
დეტალები
დამტკიცდა 25 ივნისი, 2014
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი
ფარი ოქროს შველი, ცხრა ქიმიანი ვარსკვლავი, ლელოს ოქროს ბურთი, ზურმუხტოვანი მთები, შვიდტალღოვანი სარტყელი
ფარმჭერები ვერცხლ-მეწამული ბაფთა
დევიზი ლანჩხუთი

აღწერილობა რედაქტირება

გერბის ფარი გაყოფილია 4 არათანაბარ ნაწილად:

  • I ნაწილი — მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს შველი და ვერცხლის ცხრა ქიმიანი ვარსკვლავი.
  • II ნაწილი — ზურმუხტოვან ველზე გამოსახულია ზეაღმართული ოქროს ხელები ლელოს ოქროს ბურთით.
  • III ნაწილი — ვერცხლის ველზე გამოსახული ზურმუხტოვანი მთები.
  • IV ნაწილი — ლაჟვარდოვან ველს მარჯვნიდან მარცხნივ გადაკვეთს ვერცხლის შვიდი ტალღოვანი სარტყელი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი. (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი — „ლანჩხუთი“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება