ლანჩხუთის მიწერილი სანადირო მეურნეობა

ლანჩხუთის მიწერილი სანადირო მეურნეობამიწერილი სანადირო მეურნეობა საქართველოს სსრ ლანჩხუთის რაიონში. რაიონის მონადირეთა საზოგადოება მიწერილი მეურნეობის სახით ფლობდა 28 000 ჰექტარს. მას ესაზღვრებოდა აღმოსავლეთით ჩოხატაურისა და სამტრედიის რაიონები, დასავლეთით — შავი ზღვა, ჩრდილოეთით — ცხაკაიასა და აბაშის რაიონები, სამხრეთით — მახარაძის რაიონი.

ლანჩხუთის რაიონი მდიდარი იყო შველით, მოიპოვებოდა კურდღელი, გარეული ღორი, კვერნა, მაჩვი, ტურა, მელა, იყო ხოხობი.

ზამთრობით, გადაფრენების დროს აქ თავს იყრიდა წყალში მცურავი ფრინველების დიდი რაოდენობა. მდინარე სუფსის სანაპიროზე აგებული იყო მონადირის სახლი და გაძლიერებული იყო დაცვა. აქ იყო სათევზაო ადგილებიც.

ლიტერატურა

რედაქტირება