ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლამ კვოკ-ვაი (ჩინ.: 林国伟; დ. 27 იანვარი, 1971) — ჰონგ-კონგის სერიული მკვლელი. მას ბრალი დაედო 10 გაუპატიურებისა და სამი მკვლელობისთვის. მისი მკვლელობის იარაღი იყო საკუთარი ხელები; იგი თავის მარჯვენა ხელს უწოდებდა „ჩანგალს". მას 11 სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.[1]

ლამ კვოკ-ვაი
სერიული მკვლელი
ნამდვილი სახელი ლამ კვოკ-ვაი
დაბ. თარიღი 1971
დაბ. ადგილი ჩინეთი
დაპატიმრების თარიღი 1993
წაყენებული ბრალდება მკვლელობა, ქურდობა, ძალადობა
განაჩენი სამუდამო პატიმრობა
მსხვერპლის რაოდენობა 3
მკვლელობის მეთოდი მკვლელობა

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ლამ კვოკ-ვაი გაიზარდა ჰონგ-კონგის თუენ-მუნის რაიონში. იმ დროს ხშირი იყო სკოლიდან გაქცევა და არასრულწლოვანთა დანაშაულები, ასევე ფართოდ იყო გავრცელებული სხვადასხვა ნარკოტიკი, ხოლო სუნ იი ონის სამხედრო დაჯგუფება ძლიერ გავლენას ახდენდა რაიონზე. იგი გაიზარდა მამასთან, დედინაცვალთან და ოთხ და-ძმასთან ერთად 450 კვ. ფუტიან ბინაში თაი ჰიბგის სახლში. ლამი ბიოლოგიურმა დედამ მიატოვა და წავიდა სხვა კაცთან საცხოვრებლად, როდესაც იგი სამი წლის იყო. რამდენიმე არასრულწლოვანთა დანაშაულების ჩადენისა და სკოლაში რეგრესის შემდეგ, ლამმა გადაწყვიტა 15 წლის ასაკში სკოლა სამუდამოდ დაეტოვებინა. მან 15 წლის ასაკში გაატარა მოკლევადიანი ორთვიანი პატიმრობა. 18 წლის შემდეგ, მან გამოსცადა უამრავი ნარკოტიკი, ყოველდღე სვამდა და საბოლოოდ სიამოვნება იპოვა უკანონო გზის რბოლებში.[2]

დანაშაულები

რედაქტირება

1992 წლის 24 აპრილს მან პირველად გააუპატიურა ადამიანი. ლამი იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, როდესაც გადაწყვიტა გაჰყოლოდა 19 წლის გოგოს ტაქსიდან ლიფტის შესასვლელამდე. გაუპატიურებათა რაოდენობა თუენ მუნში ორმაგი იყო იმ რაოდენობაზე, რაც ჰონგ კონგის სხვა ადგილებში იყო, ამიტომ ამ გოგოს გაუპატიურება დიდ სიახლეს არ წარმოადგენდა.

ორი თვის შემდეგ მან ჩაიდინა მეორე დანაშაული. ლამი გაჰყვა 32 წლის ქალს სახლში ვან ჩაის კლუბ ვერსაიდან საღამოს 4:30-ზე.

ორი თვის შემდეგ მოხდა მესამე გაუპატიურება. ამჯერად 39 წლის ქალი გახდა დაზარალებული 4:00 საათზე.

კიდევ ორი თვის შემდეგ, იგი აედევნა 32 წლის ქალს ჰინგ პინგის სახლის ლიფტში საღამოს 11:30-ზე.

მომდევნო თვეში გააუპატიურა კიდევ ერთი 32 წლის ქალი, 25 დღის შემდეგ კი 28 წლის გოგო, რომელსაც სამი დღე მკურნალობდნენ საავადმყოფოში.

მიუხედავად იმისა, რომ თუენ მუნში გაუპატიურების შემთხვევები ახალი ამბავი არ იყო, ასეთი სიხშირე არ იყო ჩვეულებრივი. ამიტომ, საზოგადოება და პრესა პანიკაში ჩავარდა, შიშობდნენ, რომ სერიული მოძალადე თავისუფლად მოძრაობდა.

50 წლის ლი ჰინი იყო მისი პირველი მსხვერპლი. იგი იყო იაოჰანის სავაჭრო ცენტრის მახლობლად და ბრუნდებოდა მაჯონგის თამაშიდან დილის 4:00 საათზე, როდესაც შევიდა ლიფტში იაუ ოის ბინის კომპლექსში, სადაც ლამი გაჰყვა. მან გააუპატიურა ლი ჰინი მკვლელობამდე.

1992 წელს, თუენ მუნში მოხდა 7 მკვლელობა და 16 გაუპატიურების შემთხვევა, მაგრამ „სექს ეშმაკი“ იყო ხელისუფლების მთავარი ყურადღების საგანი. გაიმართა მარშები და დემონსტრაციები, მიუხედავად იმისა, რომ ექვსი ქალის გააუპატიურება დააიგნორეს.

პოლიციამ საბოლოო ჯამში გამოიყენა MIIDASS კომპიუტერი, რომელიც გამოიყენებოდა იორქშირ რიპერის სამძებრო ოპერაციაში. გამოიძიეს ყველა პირი, ვინც იყო მსჯავრდებული ოჯახის წევრის ცემაში, თავდასხმაში და სექსუალურ შევიწროებაში. ლამს კი ყურადღებას არავინ აქცევდა და რჩებოდა პოლიციის რადარის მიღმა.

1993 წლის 14 აპრილს, ლამმა ჩაიდინა მეორე მკვლელობა. 22 წლის მაკ სიუ-ჰანი იყო დიჯეი, რომელიც ბრუნდებოდა გასტროლიდან ახალი მსოფლიოს სასტუმროს კეთვოლქის დისკოდან დილის 5:00 საათზე. იგი იპოვეს მკვდარი და გაუპატიურებული მეხუთე-მეექვსე სართულებს შორის ჰინგ სინგის სახლში, სადაც ის ცხოვრობდა, დილის 7:45 საათზე. პოლიცია ვარაუდობდა, რომ მას გვერდი აუარა დაახლოებით 40 ადამიანმა მის მკვლელობამდე.

მომდევნო ღამეს თუენ მუნის 200-ზე მეტმა მცხოვრებმა გამართა საპროტესტო აქცია პოლიციის არაადეკვატური მუშაობის წინააღმდეგ. ლამმა გადაწყვიტა რომ გაქცეულიყო მისი უფროსი და-ძმის სახლში ჰუნგჰომში. 1993 წლის 11 ივლისს აქ მან ჩაიდინა მისი ბოლო მკვლელობა და მოკლა 23 წლის ლაუ სუი-მანი კარაოკეს თანამშრომელი.

1993 წლის 8 აგვისტოს, 1:30 საათზე, ლამი თავს დაესხა და გაუპატიურა 21 წლის ქალი ჰუნგჰომის მეი კინგის ქუჩაზე. თავდასხმისას, მან დაიწყო საუბარი. მათ გაუზიარეს ერთმანეთს სიგარეტი, და ლამმა სთხოვა რომ შეყვარებულები გამხდარიყვნენ. ისინი შეთანხმდნენ შეხვედრაზე მომდევნო საღამოს ჰუამპოის კინოში. როდესაც გოგონა სახლში დაბრუნდა, მან უამბო დედამთილს მომხდარის შესახებ, მაგრამ დედამთილმა უთხრა მას დაეავიწყებინა ყველაფერი. მომდევნო დღეს მან უამბო ძმას, რომელიც იყო სამეთვალყურეო სამსახურის თანამშრომელი, რომელმაც წაიყვანა იგი პოლიციაში საჩივრის შესატანად. პოლიციამ გამართა ოპერაცია, რათა გაეცილებინა გოგონა შეხვედრის ადგილზე კაცის დასაკავებლად. თუმცა, როდესაც ლამი გამოჩნდა, პოლიციამ ყურადღება არ მიაქცია ამიტომაც მხოლოდ ისღა დარჩენილიყო, რომ გოგონას ძმას ლამი დაეჭირა.

ლამი გატაცებული იყო მკვლელობის იარაღით - საკუთარი ხელებით. მან თავის ხელებს უწოდა „ჩანგალი“. იგი ხშირად უყურებოდა თავის „ჩანგალს“ სასამართლო პროცესის დროს. სიუ ლამის ფსიქიატრიულ ცენტრში მან სცადა იარაღის - საკუთარი ხელების გამოყენება საკუთარ თავზე.[2]

სასამართლო პროცესი და განაჩენი

რედაქტირება

ლამ კვოკ-ვაის ჰქონდა 18 ბრალდება: შვიდი ძარცვა, რვა გაუპატიურება და სამი მკვლელობა. ყველა დანაშაული ჩაიდინა 1992 წლის 24 აპრილსა და 1995 წლის 4 აგვისტოს შორის თუენ მუნისა და ჰუნგ ჰომის რაიონებში.

ლამმა აღიარა ძარცვისა და გაუპატიურების ბრალდებები და ცნეს დამნაშავედ სასამართლო სხდომაზე სამი მკვლელობის ბრალდებით. მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს თითოეულ მკვლელობაზე.

აპელაციის დროს, დოქტორ კონელი ამტკიცებდა, რომ ლამი აკმაყოფილებდა შემცირებული პასუხისმგებლობის დიაგნოზის კრიტერიუმებს, რომელიც გაუარესდა ჭარბი სმით, და რომ მას გაუჭირდებოდა თავის იმპულსებისა და აგრესიის კონტროლი. საბოლოო ჯამში, აპელაცია უარყვეს და განაჩენი დარჩა ძალაში.[3]

მსხვერპლები (მხოლოდ მკვლელობები)

რედაქტირება
  1. ლი ჰინგი, ქალი, 50 წლის, ცხედარი იპოვეს იაუ ოისში, თუენ მუნი.
  2. მაკ სიუჰანი, ქალი, 22 წლის, ცხედარი იპოვეს ჰინ შინგის სახლში, თუენ მუნი.
  3. ლაუ სიუ-მანი, ქალი, 23 წლის, ცხედარი ჰუნგ ჰომში იპოვეს.

პოპულარული კულტურა

რედაქტირება

ლამ კვოკ-ვაი ასახულია ფილმში „Tun Men se mo“ (1994).[2]

  1. „Tuen Mun rapist loses plea“. South China Morning Post. 17 August 1995. ციტირების თარიღი: 10 January 2019.
  2. 2.0 2.1 2.2 Hilditch, Tom. „The Devils Playground: Murder in Hong Kong“.
  3. „In the Court of Appeal Between the Queen and Lam Kwok-Wai“. 16 August 1995.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლამ_კვოკ-ვაი“-დან