ლამპარი
„ლამპარი“ — ქართული ყოველდღიური გაზეთი, სოციალურ-დემოკრატიული პარტიის ლეგალური ორგანო. გამოდიოდა 1906 წელს თბილისში გაზეთ „ელვის“ ნაცვლად. გამოვიდა 54 ნომერი. გაზეთში იბეჭდებოდა მრავალრიცხოვანი კორესპონდენცია, უმთავრესად რაიონებიდან. თანამშრომლობდნენ ვ. დარჩიაშვილი, ლ. ნათაძე, ს. ჯუღელი, ფ. მგელაძე, ს. ესაძე და სხვები. რედაქტორი-გამომცემელი — კ. თავართქილაძე. „ლამპარი“ დაიხურა ითბილისის გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით. მის ნაცვლად გამოვიდა გაზეთი „სიმართლე“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 117.