ლამარა ქველიძე (დ. 7 ოქტომბერი, 1937, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. ნოემბერი, 2005) — ქართველი მოქანდაკე, სამედალო ხელოვნების ოსტატი, საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი (1982).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1965 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. იყო ნიკოლოზ კანდელაკის მოწაფე. 1967 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში; 1976 წელს თბილისში მოეწყო მისი მედლების პერსონალური გამოფენა.

ქველიძის ნამუშევრებია:

მედლები — ი. ნიკოლაძე (ბრინჯაო, 1971, მწერალთა კავშირი, თბილისი), გოეთე (ბრინჯაო, 1973, გოეთეს სახლ-მუზეუმი, ვაიმარი), ჯ. ჯოისი (ბრინჯაო, 1974, ჯოისის სახლ-მუზეუმი, დუბლინი) და სხვა.

ქანდაკება — მარაბდის მემორიალი „ცხრა ძმა ხერხეულიძე“ (არქ. რ. კიკნაძე, შ. ყავლაშვილი, ბაზალტი, 1972), ვაჟა-ფშაველა (ბრინჯაო, 1965, აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი) და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება