ლამარა იაკობაშვილი
ლამარა იაკობიშვილი (დ. 1931 — გ. უცნობია) — ქართველი ინჟინერი და მეცნიერი.
1954 წელს დაამთავრა მოსკოვის ფოლადისა და შენადნობების ინსტიტუტი . 1954 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის ჩარხმშენებელი ქარხნის თერმულ საამქროში. მისი ხელმძღვანელობით მოხდა მოძველებული საამქროს სრული რეკონსტრუქცია, დაინერგა თანამედროვე მიღწევებზე გათვლილი ტექნოლოგიური პროცესები. აღნიშნული საამქრო წლების მანძილზე ფუნქციონირებდა და მასთან ურთიერთობა მას არასდროს შეუწყვეტია. საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის სხვადასხვა პერიოდში ლ. იაკობაშვილი იყო კათედრის გამგის მოადგილე, სახელმწიფო-საკვალიფიკაციო კომისიის წევრი და სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობის ხელმძღვანელი. ლ. იაკობაშვილის ავტორობით გამოცემულია რამდენიმე სახელმძღვანელო, მრავალი სამეცნიერო ხასიათის სტატია, პრაქტიკული ხასიათის მითითებები, გარკვეული სამუშაო პროგრამები და ა. შ. მას მინიჭებული აქვს სახელმწიფო მედლები, სიგელები, სერთიფიკატები და მადლობები.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ინჟინერი ქალები, თბ.,2008, გვ.77-78;
- წიგნი ღირსებისა: ტ.4, თბ.,2002, გვ.120