ლამარა ბაღათურია
ლამარა ბაღათურია (დ. 7 ნოემბერი, 1936, სენაკი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.
1961 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1962–1969 წლებში იყო გარდაბნის რაიონის ნევროპათოლოგი. 1969–1971 წლებში კლინიკური ორდინატურის კურსი გაიარა საკავშირო სამედიცინო აკადემიის მოსკოვის ნევროლოგიის ინსტიტუტში. 1971 წლიდან იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური და ექსპერიმენტული სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი–ნერვოპათოლოგი. ავტორია 34 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ახალგაზრდა ასაკის ავადმყოფთა გულის ქრონიკული იშემიური დაავადებების დროს ჩატარებული რეონცელოგრაფიულ და ელექტროენცეფალოგრაფიულ გამოკვლევებს.
1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „თავის ტვინის სისხლით მომარაგების უკმარისობის ნაადრევი გამოვლინება გულის იშემიური დაავადების ქრონიკული ფორმების მქონე ახალგაზრდა ავადმყოფებში.“
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 33