ლამაზი არნებია (ლათ. Arnebia pulchra) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. შემოსილია ლეგა მწვანე ფერის, ხშირი რბილი ბეწვით. აქვს 10-40 სმ სიმაღლის, სწორია ან ძირიდანვე დატოტვილი ღერო. მთელი მცენარე გაფარჩხულია, ფესვთანური ფოთლები ხაზური ან ფართოლანცეტაა, ზედა ნაწილი — წაწვეტებული, ხაზური, ღერომხვევი. გვირგვინი ყვითელია, გადანაღუნზე აქვს იისფერი ლაქები. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს მაის-აგვისტოში. გავრცელებულია კავკასიაში, მცირე აზიასა და ჩრდილო-დასავლეთ ირანში. საქართველოში გვხვდება ყველა რეგიონში. იზრდება სუბალპური და ალპური სარტყლების მდელოებზე, ღორღიან ფერდობებზე.[1]

ლამაზი არნებია

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ლაშქარასნაირნი
ოჯახი:  ლაშქარასებრნი
გვარი:  არნებია
სახეობა:  ლამაზი არნებია
ლათინური სახელი
Arnebia pulchra (Willd. ex Roem. & Schult.) Edm., 1977
სინონიმები
სია
    • Aipyanthus pulchra (Willd. ex Roem. & Schult.) Kolak.
    • Arnebia cyrousiana Parsa
    • Arnebia longiflora K.Koch
    • Echioides longiflorum (K.Koch) I.M.Johnst.
    • Huynhia pulchra (Willd. ex Roem. & Schult.) Greuter & Burdet
    • Lithospermum cyrousianum (Parsa) I.M.Johnst.
    • Lithospermum setosum Fisch. & C.A.Mey.
    • Lycopsis pulchra Willd. ex Roem. & Schult.
  1. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 92.