ლალი ორმოცაძე
ლალი ორმოცაძე (დ.23 ნოემბერი, 1949, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) — ქართველი მწერალი, ფილოლოგი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1972 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1982 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეთიკა-ესთეტიკის სპეციალობით.
მუშაობდა ქალაქ ბათუმის N1 საშუალო სკოლაში (ახლანდელი N2) პიონერხელმძღვანელად, ბათუმის უნივერსიტეტთან არსებულ აბიტურიენტთა მოსამზადებელ კურსებზე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, კითხულობდა სალექციო კურსს ბათუმის სამედიცინო კოლეჯში (ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ეთიკასა და ესთეტიკაში). 1990 წლიდან — მუშაობდა ლანჩხუთის N1 საშუალო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 2004-2009 წლებში იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერის მოადგილე. ლექსების ბეჭვდა ადრეულ ასაკში დაიწყო ჟურნალ „დილასა“ და გაზეთ „ნორჩი ლენინელში“. 20 წლის ასაკიდან მისი ნოველები პერიოდულად იბეჭდებოდა ჟურნალებში: „მნათობი“, „ცისკარი“, „ჭოროხი“. ავტორია ორი წიგნისა: „ჩემი პატარა ანგელოზი“ (ნოველების კრებული, 1993) და „გიყვარდეთ“ (ეთიკურ-ფსიქოლოგიური ხასიათის მოთხრობები).
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ჩემი პატარა ანგელოზი: მოთხრობები, — თბილისი, გულანი, 1993, გვ. 103
ლიტერატურა
რედაქტირება- საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019, გვ. 65