ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლაკანდონები (ლაკანდონულად Hach Winik „ჭეშმარიტი ან ნამდვილი ხალხი“) არიან აღმოსავლეთ ჩიაპასის (მექსიკის შტატი) მკვირდი მოსახლენი. ისინი იყოფიან ორ ეთნიკურ ჯგუფად: ჩრდილოეთ და სამხრეთ ლაკანდონებად.

ლაკანდონები

ძველი მაიას მოდგმაში, ისინი არიან უკანასკნელნი, რომელნიც თავიან საუკუნოვან, ტრადიციულ წეს-ჩვეულებებსა და რელიგიას ნაწილობრივ ინარჩუნებენ. მეოცე საუკუნიდან მათ მეტად მოუწიათ ცივილიზებულ სამყაროსთან დაკავშირება. კულტურას, რომელიც დღეს დაახლოებით 700 ლაკანდონს მოიცავს, აკულტურაცია და გადაშენება ემუქრება.

ლაკანდონები თავიანთ თავს Hach Winik – „ჭეშმარიტი ან ნამდვილი ხალხი“-ს უწოდებენ. სახელი „ლაკანდონი“, ესპანურად Lacandón (მრავლობითი: Lacandones) უკავშირდება ჩორტი-მაიას ერთ-ერთ ჯგუფს, რომელიც მდინარე Lacantún-თან ცხოვრობდნენ. სიტყვა Lakantun ჩორტის ენაზე „დიდ კლდეს“ ნიშნავს.

XVIII საუკუნემდე სელვა ლაკანდონას რეგიონში ცხოვრობდა ჩორტი-მაიას ტომი, რომელიც სახელწოდებას ლაკანდონი მდინარე ლაკანთუნის მიხედვით ატარებდა. ეს ჯგუპი მათი მეზობელი ითზას ხალხის მსგავსად დიდხანს იცავდა თავს ესპანელი დამპყრობლებისგან, მაგრამ 1692-1712 წლებში ესპანელებმა მოახრხეს მათი დაპყრობა და გვატემალის ზეგანზე გადაასახლეს, რითაც მათ ეთნიკურ თვითმყოფადობას საფრთხე დაემუქრა.

დღევანდელი ლაკანდონების წინაპრები XVIII საუკუნესა და XIX საუკუნის დასაწყისში პეტენისა და იუკატანის მხარეებიდან გადასახლდნენ უღრან ტყეებში მდინარე რიო უსუმანისტასთან, სადაც ისინი ტყის ნომადებად ცხოვრობდნენ და გარე სამყაროსგან იზოლირებული იყვნენ ბოლო დრომდე. ამ დროის განმავლობაში ისინი ქრისტიანობისა და სხვა ევროპული კულტურებისგან ხელშეუხებელნი რჩებოდნენ.

ისინი დიდი ხნის განმავლობაში მოწყვეტილი იყვნენ ყოველგვარ განვითარებას და ცივილიზაციასთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონდათ. ცხოვრობდნენ სელვა ლაკანდონაში,ჩიაპასის უღრან ტყეში. პირველ თეთრკანიანებს ისინი XIX საუკუნეში შეხვდნენ. ესენი იყვნენ ტყისმჭრელები, რომლებიც მაჰაგონის ხეებს ეძებდნენ.

XX საუკუნეში ლაკანდონები ორ ძირითად ჯგუფად გაიყვნენ: სამხრეთული ჯგუფი ცხოვრობდა ტბა ლაკანიასთან, ბონამპაკის ახლოს, ხოლო ჩრდილოური ჯგუფი ტბების მენსებეკისა და ნაჰას ახლოს დასახლდა. სამხრეთულმა ჯგუფმა ჩრდილოამერიკელი პროტესტანტი მისიონერების შედეგად მიიღო ქრისტიანობა და შემდეგ ათწლეულებში მექსიკურ საზოგადოებაში ინტეგრაცია მოახდინა. ჩრდილოელი ლაკანდოლები ნაჰადან შეეწინააღმდეგენ მისიონერებს.

 

ორმოცდაათიანი წლებიდან უმიწაწყლო მეტისები და მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა დიდი რაოდენობით მიაწყდნენ ლაკადონის გაუვალ ტყეებს. ლაკადონელები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. სამოცდაათიანი წლებიდან ხე-ტყის მომპოვებლებმა მექსიკის მთავრობის ხელშეწყობით გაიტანეს დიდი რაოდენობით მაჰაგონის ხეები ლაკანდონელების რეგიონიდან. 1972 წელს მექსიკის მთავრობამ მათი კეთილგანწყობა მოიპოვევა იმით, რომ მათ გადასცა დაახლოებით 614 321 ჰექტარი ნაკვეთი ტრადიციული დასახლების მოსაწყობად. 60 ოჯახი (დაახლოებით 200 კაცი) 6 ლაკანდონიური გაერთიანებიდან იყვნენ ამ მიწის კანონიერი მფლობელები. გადასახადების გადახდის ნაცვლად მათ ხისმომპოვებლებს მაჰაგონის ხეების მოჭრის უფლება მისცეს. ისინი მექსიკის მთავრობისგან მხარდაჭერას გრძნობდნენ, ამიტომ ვერ ხედავდნენ ვერანაირ მიზეზს იმისთვის, რომ 1994 წელს მხარი დაეჭირათ ჩიაპასში აქტიური გეურილიას არმიისთვის .ისინი უფრო მეტად საპირისპირო მხარეს იჭერდნენ. მას შემდეგ რაც მათი სულიერი ლიდერი, ჩან კინ ვიეჯო 1996 წელს 104 წლის ასაკში გარდაიცვალა, ვრცელდება ინფორმაცია ლაკანდონელების კულტურის სწრაფი დეზინტეგრაციის შესახებ, მათ შორის ჩრდილოეთის ტომების.

მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ლაკანდონთა რიტუალური პრაქტიკები და სარწმუნოება გაერთიანდა და განვითარდა. ცვლილებები უფრო მკაფიოდ გამოაჩინა დანარჩენი სამყაროს განვითარებისთან კონტრასტმა. კულტურული თვალსაზრისით, როგორც ადგილობრივი მესოამერიკელების კონსერვატიულმა ჯგუფმა, ლაკანდონებმა შეინახეს მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი თვისებები, როგორიცაა რელიგიური ტრადიციები. თანაც ამისთვის ხელი არ შეუშლია XVI საუკუნის დასაწყისში ლაკანდონში შეჭრილმა ხალხმა. აგრეთვე მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ ლაკანდონი კულტურულად კონსერვატიულია და ამასთანავე ის არასოდეს ყოფილა იზოლირებული, რადგან მათ მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ჰქონდათ კონტაქტი და სავაჭრო ურთიერთობა სხვა ადგილობრივ მესოამერიკელებთან. ლაკანდონები მთელი თავისი ეთნოგრაფიული ისტორიის განმავლობაში ასაიდუმლებდნენ თავიანთ რელიგიურ რიტუალებს, რამაც ბევრი ამოუცნობი რამ დატოვა მათ რწმენაზე. ლაკანდონები სხვადასხვა ჰომოგენურ ჯგუფს მიეკუთვნებიან, რაც აგრეთვე უქმნის პრობლემას ეთნოგრაფებს რათა შეისწავლონ მათი რელიგია, როგორც წარსულში, ისევე ახლა. რამდენიმე გარკვეული განსხვავების პოვნა შესაძლებელია გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით ლეკანდონის სხვადასხვა სოფელში. ლაკანდონის სოფლები პატარაა და მიმოფანტულია ჩიაპასის ჯუნგლებში. უფრო დიდი გეოგრაფიული განსხვავებაა თვალსაჩინო ლაკანდონებს (რომლებიც ცხოვრობდნენ ბონამპაკის და იაშჩილანის მაიას ნანგრევების ახლოს მდებარე ჩიაპას დაბლობზე) და მაღლობზე მცხოვრებ ლაკანდონებს შორის, რომლებიც ტბა ნაჯასა და მეცაბოკთან ახლოს ცხოვრობდნენ ჯუნგლებში. ლაკანდონები, რომლებიც ცხოვრობენ ჩიაპასის ჯუნგლების სამხრეთ ნაწილში, უფრო მოექცნენ სხვა ხალხის გავლენის ქვეშ და არიან უფრო აგრესიულები, ვიდრე დანარჩენი ლაკანდონები. მათ აქვთ ოდნავ განსხვავებული ჩაცმულობა და ქრისტიანული რწმენა უფრო ადრე გადმოიღეს.

რელიგიური პრაქტიკები

რედაქტირება

როდესაც ევროპელებისა და ლაკანდონებს შორის კონტაქტების ჩაწერა დაიწყო, ყველას სჯეროდა, რომ ისინი მაიას პირდაპირი შთამომავლები იყვნენ, რომლებიც ესპანელებთან კავშირს თავს არიდებნდენ და თავიანთი წინაპრებისგან გარეგნობა, კულტურა და რელიგიური რწმენები უცვლელად გადმოჰყვათ.ლაკანდონები თავიანთ თავს უწოდებენ ჰაჩ ვინიკს, ან „ნამდვილ ხალხს“ და ამბობენ, რომ ისინი არიან მაიას შთამომავლები. მიუხედავად იმისა, რომ ლაკანდონს ისტორიულად ბევრი საერთო აქვთ მაიასთან, ბევრი რელიგიური პრაქტიკა არ ჰქონდათ არც ძველ მაიელებს და არც მოგვიანებით არსებულ მაიას ჯგუფებსაც. ლაკანდონში საკრალულ ცერემონიებს აღასრულებს ადამიანი, რომელმაც ფართო ცოდნა და შესაძლებლობები გამოავლინა, როგორც რელიგიური რიტუალების მცოდნე პიროვნებამ. თუმცა ძღვენის მირთმევის დ განკურვნის ქმევის რიტუალს ოჯახის თავკაცები სრული შემადგენლობით აღასრულებენ. ცერემონიებში ძირითადად მხოლოდ მამაკაცები მონაწილეობდნენ მთელი რიგი მიზეზების გამო: გარკვეული ღმერთების გამოკვება, ფალოსის კულტი, აგროკულტურის დასახმარებლად და პასუხიდაავადებაზე.გარე სამყაროსთან კონტაქტის გაზრდის შემდეგ გაიზარდა დაავადებების რაოდენობაც ლაკადონთა შორის, რამაც გამოიწვია სამკურნალო რიტუალების რაოდენობის ზრდაც. გარკვეული ღმერთების წინა პლანზე წამოწევა უცხოელების შემოდინებამაც განაპირობა, განსაკუთრებით კი იმ ღმერთის, რომელსაც ლაკანდონელები პირველ რიგში უცხოელების "მფარველად" მიიჩნევდნენ.

ღმერთები

რედაქტირება
 
სარიტუალო ნივთები

ღვთაებებს, როგორიცაა კ’აკოჩი, ღმერთი რომელსაც მიაწერენ დედამიწის შექმნას, მზე და სხვა ღმერთებს (რომლებიც მოდიან ბაკ ნიკტე’-დან ან ყვავილიდან სახელად პლუმერია რუბრა), არაფერი არ აქვთ საერთო რაიმე ადამიანურთან. სუკუნკიუმი ღმერთია, რომელმაც თქვა რომ იგი პირველია, ვინც პლუმერიის ყვავილიდან გადმოვიდა, დაკისრებული აქვს როგორც ადამიანთა სულების განსჯა, აგრეთვე მზეზე ზრუნვა (როდესაც იგი დასავლეთში ჩავა და გაქრება) და მთვარეზე ზრუნვა მთელი დღის განმავლობაში. ჰაჩაკიუმი საკუნკიუმის უმცროსი ძმაა და ამავდროულად ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთაებაც, რადგან სწორედ მან შექმნა ჯუნგლები, ცხოველები ქალი და კაცი (ამისთვის მას თავისი ცოლის დახმარებაც დასჭირდა). ჰაჩაკიუმის შემდგომ თაობაში იყვნენ სხვადასხვა მედიტირებადი ღმერთები, როგორიცაა მისი შვილი ტუუბი და მისი სიძე აჰ კინ ჩობი. მენსაბაკი არის წვიმის ღმერთი და როგორც ჯუნგლებში მცხოვრები ხალხისთვის ლაკანონთათვის იგი ძალიან მნიშვნელოვანია. მენსაბაკი შეგვიძლია დავაკავშიროთ მაიას ტომის ღმერთთან იუმ ჩაკ-თან, აგრეთვე წვიმის ღმერთთან. აღსანიშნავია, რომ ამ ტომში არ გვხვდება სიმინდის ღმერთი, რომელიც თითქმის ყველა მაიას წარმომავლობის ჯგუფშია. აგრეთვე არიან ღმერთები რომლებიც დაკავშირებულნი არიან ჭექა-ქუხილთან და ელვასთან (ჰაჰანუკ’უჰ), მიწისძვრებთან (კისინი), ომთან და დაავადებებთან (აკ კ’აკ’-ი) და შედარებით გვიან გაჩენილი აკიანთო, უცხოელების ღმერთი. ეს ღმერთი აღწერილია როგორც ღია ფერის კანის ღმერთი, რომელსაც ქუდი ახურავს და თან დააქვს ცეცხლსასროლი იარაღი. აკიანთო პასუხისმგებელია ვაჭრობაზე, მედიცინაზე, დაავადებებზე, ზოგიერთ ცხოველზე (მაგალითად ცხენებზე), მეტალის ნივთებზე და აგრეთვე ჰყავს შვილი სახელად ჰესუკლისტოსი (იესო ქრისტე) რომელიც უცხოელების ღმერთია. ამით კარგადაა გამოხატული ლაკანდონების კულტურული ადაპტაციის შესაძლებლობა, თუ როგორ უდგებიან ისინი რაიმე ახალს, თუნდაც ახალ ღმერთებს და მსოფლმხედველობას. ისინი აღიარებენ, რომ ჰესუკლისტოსი ღმერთია, თუმცა არ თვლიან მას თაყვანისცემის ღირსად, რადგან იგი მეორეხარისხოვან ღმერთად მიაჩნიათ.

საცერემონიო ნაგებობები, წმინდა ადგილები და სარიტუალო ობიექტები

რედაქტირება

ლაკანდონის სოფლების უმეტესობას აქვთ ღმერთის სახლი, სადაც ტარდება რელიგიური ცერემონიები. ზოგიერთი მათგანი განლაგებულია რელიგიური ლიდერის საცხოვრებლის მახლობლად ან უხუცესი კაცის სახლთან ახლოს. ზოგიერთი სოფელი მალავს თავის ღვთის სახლს ჯუნგლებში, რათა უცხოელებმა ვერ იპოვონ იგი. ასეთი ადგილები ხშირად დაცულია ან დაფარულია მცენარეებით, რათა შიგნით ჩატარებული რიტუალები სრულიად გასაიდუმლოებული იყოს. ღმერთის სახლი აშენებულია დაბლა, მიწასთან ძალიან ახლოს, რაც კიდევ უფრო ართულებს მათ დანახვას. მისი ყველა გვერდი ზუსტად უყურებს მხარეებს, ხოლო შესასვლელი აღმოსავლეთითაა განლაგებული, ისე რომ მაიას რუინებისკენაა მიმართული და ხედავს მზის ამოსვლას. ღმერთის სახლის შიგნით არის პირველადი გამოყენების ნივთები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა ცერემონიისთვის. აგრეთვე მუსიკალური საკრავები, მაგალითად დრამები, რომლებიც ჭერზეა დაკიდებული და არ ეხება მიწას სანამ არ იქნება სიმღერის ან ცეკვის აუცილებლობა; ცეცხლის დამნთები მოწყობილობა, რომელიც ძირითად შემთხვევაში ორ ჯოხს წარმოადგენს, თუმცა ამ ბოლო დროს აგრეთვე გვხვდება სანთებელა და; სკამები; კერამიკის ჭურჭელი სარიტუალო საჭმლის და სასმლის საჭმელად; მოლუსკის ნიჟარა, რომელიც ჩასაბერი ინსტრუმენტის როლს ასრულებს, რითი ცერემონიის დაწყებას იუწყებიან როგორც სოფლის მოსახლეობისთვის, ისევე ღმერთებისთვისაც; სპეციალური ჭურჭელი ალკოჰოლური ბალჩის (თაფლისგან და წყლისგან დამზადებული სასმელი, დამახასიათებელი ძველი ინდიელებისთვის, ცენტრალური ამერიკის მოსახლეთათვის და მაიას ტომებისთვის) მოსამზადებლად; რაც ყველაზე მთავარია ღმერთის სახლში არის რეზინის ფიგურები, სარკმევლის საკიდები (კოპალისგან დამზადებული) და კერამიკული ღმერთის ქოთნები, რომლებიც გამოიყენებოდა სხვადასხვა რამის დასაწვავად რიტუალის დროს. წმინდა ადგილები მოიცავდნენ მღვიმეებს (სადაც მზე იმალებოდა ყოველ ღამე), მაიას რუინებს (სადაც ოდესღაც ღმერთი ცხოვრობდა), მდინარის ნაპირები, სალი კლდეები და გარკვეული ადგილები ჯუნგლებში (ამ ადგილებში არ ჩეხავენ მცენარეულობას). ასეთი ადგილები ხშირად დასახლებისგან მოშორებულია, გასაიდუმლებულია და უცხოელებისთვის მიუწვდომელია. ღმერთის ქოთნები პატარა კერამიკული ჯამებია, რომელზეც ამა თუ იმ ღვთაების სახეა გამოსახული. ამ ქოთნებს წვავენ ღია ცის ქვეშ და ზედ უსმევენ თიხას, ლაიმს და წყალს, რის შემდეგად ღებავენ წითელი და შავი საღებავებით. ქალის და კაცის ქოთნები განსხვავდებიან ერთმანეთისგან დიზაინით, კაცის ქოთანი ზოლიანია, ხოლო ქალის კი კუბოკრული. ამის გარდა ქოთნები გამოიყენება რიტუელებში, რომლებიც სიცოცხლესთან და სულის ქონასთანაა დაკავშირებული. ღვთის ქოთნებისთვის სიცოცხლის მისანიჭებლად ლაკადონები იყენებენ პატარა ქვებს, რომლებიც მაიას რუინებთან იყო ნაპოვნი, რათა მისთვის სიწმინდეც მიენიჭებინათ. ისინი აგრეთვე იყენებდნენ კაკაოს მარცვლებს რათა ქოთნისთვის „გული“ მიეცათ. ყოველი ღმერთის ქოთანი გაკეთებული იყო სპეციალური რიტუალით და თუ ქოთანი კარგ მდგომარეობაში ინახებოდა, იგი მამიდან შვილზე შთამომავლობით გადადიოდა. თუ ქოთანი ზედმეტად დაზიანდებოდა, ექნებოდა ბევრი ნამწვარი ან თუნდაც გატყდებოდა, მისი შეცვლისთვის ცალკე რიტუალი იმართებოდა. გაფუჭებული ქოთანი კი წმინდა ადგილას მიჰქონდათ და იქ ტოვებდნენ.

მსხვერპლშეწირვა, რიტუალები და რწმენა

რედაქტირება
 

ძღვენს, რომელსაც ღმერთებისთვის ქოთნებში შეადგენდა საკმეველი, საჭმელი და რეზინის ფიგურებიც. საჭმლის შეწირვის აზრი იყო ღმერთების შენახვა და სამყაროში მშვიდობის და წესრიგის შენარჩუნება. ფიგურები მზადდებოდა ხე კასტილია ელასტიკას ფისისგან, რომელსაც ხის სისხლად აღიქვამდნენ ზოგიერთ ლაკანდონურ ცერემონიაზე. ფიგურებს ძირითადად ადამიანის ფორმა ჰქონდათ, თუმცა გვხვდება ცხოველის ფორმის ფიგურებიც. კონკრეტულ ღმერთთან დასაკავშრებლად წვავდნენ ამ ღმერთს ფიგურას, რომლის კვამლსაც სულის დატვირთვა ჰქონდა. ცნობილია, რომ დაწვამდე ფიგურებს წითელი ანატოს საღებავს ასხამდნენ, თუმცა მეცხრამეტე საუკუნემდე ზოგჯერ ყურის ბიბილოს იხვრეტდნენ და სისხს ასხამდნენ დასაწვავ ფიგურას. არსებობს თვალსაზრისი, რომ ზოგიერთ ღმერთს ადამიანის ხორცი ერჩივნა მსხვერპლად, რაც ადამიანის შეწირვის მიზეზი იყო, აგრეთვე ლაკანდონთა რწმენით სამყაროს დასასრულისას ღმერთები ამოხოცავდნენ ადამიანებს და მათ სისხლით საკუთარ ცხენებს შეღებავდნენ. ღმერთების ქცება ადამიანთა მიმართ ჰგავს კანიბალიზმს და ადამიანთა მსხვერპლშეწირვა ლაკანდონთა შორის უცნობი იყო მეოცე საუკუნისთვის. სხვა ჩვეულებებთან ერთად სავარაუდოდ ასევე ჩვეულებად იყო წინაპრების თაყვანისცემა, რადგან ნამარხებთან ახლოს აღმოჩენილია ღმერთის ქოთნებიც და სარკმევლის საცეცხლულები. არსებობს ცნობები კრემაციაზე, ასტრონომიაზე და სიზმრების კითხვაზე. თუმცა არც ისე ბევრი რამაა ცნობილი ამ ყველაფერზე. არსებობდა რწმენა იმის შესახებ, რომ ღმერთმა აკიანთომ მისცა ლაკანდონებს ნივთები, მედიცინა, ცხოველები, სასმელი და ვაჭრობა, თუმცა შემდეგ წაართვა მათ ეს ყველაფერი და უცხოელებს მისცა, რადგან ისინი ამ ყველაფერს უკეთ უვლიდნენ. უპასუხისმგებლობის გამო სასჯელის მოსახდელად ლაკანდონები უნდა შესულიყვნენ კონტაქტში უცხოელებთან და ემოქმედათ მათთან ერთად, რათა მიეღოთ ის რაც სჭირდებოდათ. ამის გარდა ლაკანდონებს სჯეროდათ, რომ მათ ღმერთები თავის წინაპრებთან ერთად რუინებში ცხოვრობდნენ. რუინების მახლობლად ნაპოვნია რამდენიმე ღმერთს ქოთანი, რაც მიუთთებს იმაზე, რომ ლაკანდონები სწორედ ასეთ ადგილებშიც ატარებდნენ რიტუალებს. რუინებში ნებისმიერი ქვის ან ნაგებობის დაზიანება ან გატეხვა ღმერთების შეურაცხყოფად ითვლებოდა, ამიტომაც მას იცავდნენ. თუმცა ცერემონიების ჩატარებისას რუინები ხშირად ზიანდებოდა, სწორედ ამიტომ რიტუალების ჩასატარებლად ლაკანდონებმა ისევ ჯუნგლები არჩიეს.

დღესდღეობით დაახლოებით 700 ლაკონდონელი ცხოვრობს. მათი ტრადიციული სამოსი უბრალო თეთრი ამოჭრილი სელის კაბაა. მამაკაცები ატარებენ გრძელ, ხშირ შემთხვევაში ქვემოთ ჩამოშვებულ თმას. ისინი დღემდე ინარჩუნებენ მაიას ტომის ტრადიციებს. „კაქტუს მესკალს“ აქვს ცენტრალური დატვირთვა ტრანსში შესასვლელი რიტუალებისას. ბევრი ცერემონიის დროს დიდ როლს თამაშობს ასევე ხშირად თამბაქო. ქალები, კაცები და ბავშვებიც ეწევიან დიდ სიგარებს, ამასთანავე აცვიათ თავიანთი თეთრი და სუფთა სამოსი. ლაკონდონელების პანთეონი ძალიან კომპლექსურია და შედგება ყველა სახის ღმერთისგან, რომელთაც ასაკიც და სქესიც აქვთ.

ლაკანდონებს დასახლების ძალიან უბრალო ტიპი აქვთ. ისინი ცხოვრობენ პატარა ჯგუფებად, რომელთაც „კარიბალები“ ჰქვია. ამ პატარა სოფლებს არ აქვთ არანაირი ცენტრი. იუკატანის რამდენიმე რაიონში განცალკევებული ოჯახები სახლდებიან ჭების გარშემო.

ლაკონდენელებისთვის იაშჩილანი ისევ მნიშვნელოვანი ადგილია, სადაც მათ თავიანთს ღმერთებისთვის მსხვერპლი მოაქვთ. აქ ასევე დგას სპეციალური სამსხვერპლო ქვები, რომლის ირგვლივაც სიმღერებს მღერიან. სისხლის სამსხვერპლოებზე კი შეგვიძლია ფრინველის სისხლისა და გაზაფხულის ნაშთები ვნახოთ.

შვილთა საშუალო რაოდენობა თითო ოჯახზე 1,6 ბავშვია, როცა წინა თაობებში ეს რიცხვი 3,8 იყო, უფრო ადრე კი საშუალოდ ოჯახში 9,6 ბავშვი ჩნდებოდა. უძველესი მაიასგან განსხვავებით, ლაკონდელებისთვის ისტორიისა და ცოდნის გადაცემა მხოლოდ ზეპირად ხორციელდება. ამიტომ იმ ადამიანებს, რომლებიც ცოდნას მოყოლით გადასცემენ ახალ თაობებს, სოციალურ სტრუქტურაში მაღალი სტატუსი აქვთ. ამ მხრივ, ისტორიის გადაცემის ეს ტრადიცია განათლებასა და გართობას ემსახურება. როგორც წესი, მთავარი მთხრობელი ოჯახში მამა ან ბაბუაა.

ლაკონდონელი ბავშვები საჯარო სკოლაში დადიან, სადაც სასწავლო მასალას ესპანურ ენაზე ითვისებენ. თითქმის ყველა მოქალაქეს აქვს სახლში ტელევიზორი. ეს კი იმას იწვევს, რომ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა იღებს დასავლური ცხოვრების ფორმებს.

ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტვა აქ „კაიუმ“ (kayum) არის, რაც მაიაში ბარაბნის მილს წარმოადგენს, რომელიც თიხისგან ან ხისგანაა დამზადებული. დანიელი მკვლევარის, ფრანს ბლომის (1893-1963) მიხედვით ეს სიტყვა „ღმერთისგან“ მომდინარეობს. Kay ნიშნავს „სიმღერას“, ხოლო you „კაცს“, „ღმერთს“. „კაიუმს“ ლაკონდონელები ეძახიან მომღერასლს ან მოცეკვავეს, რომელიც სიმღერის თანხლებით ცეკვავს.

რაც შეეხება ტურისტებისთვის გაკეთებულ კულტურულ სიმულაციებს, შექმნილია ეთნოლოგიური ტრადიციული ხელოვნების ნიმუშები. მათი შეძენა ტურისტებს სპეციალურ ადგილებში, მაგალითად პალენკეში შეუძლიათ.

საზოგადოებრივი სისტემა

რედაქტირება

საზოგადოებეივ სისტემის საფუძველს კლასიკურ პერიოდში ფერმერები წარმოადგენდნენ. პირველ რიგში მათ შექმნეს ურბანული ცენტრებისა და ელიტების წარმოქნის პირობები. ტაძრებისა და სასახლეების აშენება მათი წყალობით მოხერხდა. გვატამელას მთიანეთში, მაიას საცხოვრებელი გარემო მრავალი შემოსევის ეპიცენტრი იყო, გარშემო შემორტყმული ტროპიკული მცენარეულობა კი მათ ამ შემოტევებისგან იცავდა. ამით იხსნება ის, რომ მაიამ ქალაქური ცხოვრების დაწყება მოახერხა, მიუხედავად არახელსაყრელი სასტარტო პირობებისა. მაგალითისთვის, ლაკანდონების ტერიტორიაზე აშენებული ტიკალი ემიგრანტი გლეხების მიერ დაარსდა ძვ. წ. პირველი ათასწლეულის შუაში და მისი მშენებლობა დაახლოებით 1000 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. იგი ლაკანდონების მთავარ კულტურულ ცენტრად იქცა.

ლაკანდონელი ფერმერებისა და გლეხების მთავარი საქმე მინდვრის კულტურებია. შესაბამისად, ისინი მოქმედებენ მილფა-სისტემით. პერიოდულად მოსავლის ცვლილებით. ისტორიულად ლაკანონების გარშემო თევზებით სასე მდინარეები და ნადირის საცხოვრებელი ტყეები იყო. ნადირობა სეზონური ღონისძიებაა, მაგრამ ისინი მხოლოდ იმ ცხოველებზე ნადირობენ, რომელთა ჭამაც მათ და ოჯახს შეუძლიათ, რადგან აქ ცხოველთა სამყარო სწრაფად ამოწურვადი რესურსია. მიუხედავად იმისა, რომ 1970 წლის შემდეგ მცენარეთა და ცხოველთა საყაროს შემცირება დაიწყო წყლის დაბინძურბის, ხეების გაჩეხვის, საგზაო მშენებლობებისა და ნავთობის მოპოვების გამო, ლაკანდონების ტერიტორიაზე მაინც ცოცხლოს 3000-მდე მცენარე და 1500 ხე. ამ ტერიტორიაზე ისეთი მნიშვნელოვანი მცენარეების რეზერვია, როგორებიცაა: Calophyllum brasiliense rekoi, Cedrela odorata, Cordia Dialium guianense, Lonchocarpus castilloi, Swietenia macrophylla, Tabebuia Guayacán და Trema micranthum.

არსებობს ლაკანდონების ორი განსხვავებული ჯგუფი: ჩრდილოელები და სამხრეთელები. პირველი მათგანი ცხოვრობენ ტბებ ნაგასა და „Mensäbäk“=ს შორის. სამხრეთელების ტერიტორია კი უძველესი მაიას ძეგლის - ბონამპაკის მახლობლად მდებარეობს. ეს ორი ჯგუფი ერთმანეისგან ჩაცმის ოდნავ განსხვავებული მანერითა და დიალექტით გამოირჩევიან. ეს სხვაობები კი იზოლირებულმა გარემომ და სხვადასხვა კულტურის გავლენამ გამოიწვია.

ყველაზე ცნობადი განსხვავება ამ ორ ჯგუფს შორის არის თუ როგორ გამოიყურებიან და რა აცვიათ. ჩრდილოელ ლაკანდონი კაცი ატარებს გრძელ თმას, რომელიც შუბლზე აქვს ჩამოშვებული. ისინი ატარებენ თეთრ კაბებს, რომლებსაც „xikul”-ს უწოდებენ. მათი სიგრძე მუხლებამდე წვდებათ. ქალებს თმები ლენტებით ან ფრინველის ბუმბულით აქვთ დამშვენებული. კაბების ქვემოთ კი ფერადი კალთები აცვიათ. სამხრეთ ლაკანდონ კაცებსა და ქალებს კი იდენტური კაბები აცვიათ. ისინიც გრძელ თმას ატარებენ, თუმცა ახალ თაობებში ახალგაზრდები ძირითადად არჩევენ დასავლურ სტილს. ისევე როგორც მათი თმის ვარცხნილობა, ასევე ჩაცმულობაც დასავლურ კულტურას უკავშირდება.

ჩრდილოეთ და სამხრეთ ჯგუფფების დიალექტები, ორივე Yucatec-მაიას ენას მიეკუთვნება. ორივე ჯგუფი ერთსადაიმავე ტერმინებს იყენებს. თავიანთ თავს სამხრეთელებიც და ჩრდილოელებიც Hach Winik-ს უწოდებენ, რაც ორივე ენაზე „ჭეშმარიტ ხალხს“ ნიშნავს. თუმცა ერთმანეთთან დამოკიდებულების მიმართებაში სხვადასხვა ტერმინები აქვთ. ჩრდილოელები სამხრეთელებს“გრძელ კაბიანებს“ უწოდებენ. სამხრეთელები კი მათ „შორ ხალხს“ ან „სხვა ადამიანებს“ ეძახიან. 1979 წლამდე ამ ორ ჯგუფს ერთმანეთთან მინიმალური კავშირი ჰქონდათ. თუმცა ბოლო 35 წლის მანძილზე მათ შორის ბევრად აქტიური კომუნიკაცია დაიწყო.

XX საუკუნეში საცხოვრებელი პრაქტიკა შეიცვალა, თუმცა მანამდე ლაკანდონები ოჯახთან ერთად ცხოვრობდნენ ცალკე, მაგალითად ჯუნგლებში. ოჯახი შედგებოდა ქმარისგან, რამდენიმე ცოლისგან და ბავშვებისგან. სახლი შედგებოდა ხის ბოძებისგან რომლებიც ჭერს იჭერდნენ. მას არ ჰქონდა კედლები, ხოლო ძირი ჭუჭყიანი იყო. ერთი ოჯახიდან მეორემდე ფეხით მისასვლელად ერთი დღე იყო საჭირო.

 

ტყეების გაჩეხვამ და მისიონერულმა საქმიანობამ გასულ საუკუნეში ოჯახთა ამ წყობის დარბევა გამოიწვია. 1970 წელს მთავრობა ხელს უწყობს, რომ ლაკანდონელებს, რომლებიც ისევ ოჯახებად ცხოვრობდნენ, ეცხოვრათ სპეციალურ სოფლებში. აქ უკვე სახლებს ბეტონის იატაკი და კედლები ჰქონდათ. ბევრმა ლაკანდონმა ქრისტიანულრი რელიგია მიიღო, ასევე გაქრა მრავალცოლიანობის ტრადიცია გა მათი უმეტესობა მონოგამიურ ურთიერთობაზე გადავიდა.

ლაკანდონები სამუშაოოებისთვის იყენებენ ძველებურ იარაღებს: ნაჯახი, მაჩეტე და სხვა იარაღები მეტალის დაბოლოებებით. მთებში ასევე გამოიყენება ცელი და წერაქვი, ხოლო ვაკე ადგილებში ადგილებში,სადაც ხორბლის მოყვანისთვსი სპეციალური ტერიტორიებია გამოყოფილი იყენებენ ჩვეულებრივ გუთანს, რომელშიც ხარებს აბავენ.

ლაკანდონებში, სადაც დიდ როლს თამაშობს ოჯახებში ქსოვილის დართვა, გამოიყენება სარტყელისებური დაზგა. ასევე ჰენეკენის ფოთოლისგან ძაფის მისაღებად ადგილობრივები გამოიყენებენ პრიმიტიულ აპარატებს. ამ ძაფისგან შემდეგ ისინი აკეთებენ ჰამაკებსა და ბადეებს. შაქრის ლერწამიდან წვენის მისაღებად გამოიყენება უბრალო პრესი. ლაკანდონების ხიჟინები გაკეტებულია ხის წვრილი ნაჭრებისა და გადაგრეხილი ტოტებისგან. პალმის ფოთლებისგან გაკეთებული სახურავები თითქმის მიწამდე ეშვება.

ლაკანდონური ენა ყველაზე ახლოს არის მაიათანთან (მაიას ტომების ენა იუკატანიდან), რადგან ის განვითარდა იუკატანიდან წამოსულ ლტოლვილებში. ამის გამო ზოგიერთი ლაკანდონურ ენას მაიათანის ერთ-ერთ ვარიანტად მიიჩნევს. უპირატესება ენიჭება წინადადების წყობას სუბიექტი - ზმნა - ობიექტი, თუმცა ამის საპირისპიროდ ენაში არ არის ტონები.

2010 წელს ჩატარებულმა აღწერამ აჩვენა, რომ ლაკანდონურ ენაზე ლაპარაკობის მხოლოდ 20 ადამიანი და აქედან არცერთი არ არის 20 წელზე მცირე ასაკის. ეს მონაცემები დიდი ალბათობით მცდარია, რადგან დოკუმენტურმა კვლევამ მეტი ადამიანი აჩვენა, რომელიც ამ ენაზე ლაპარაკობს. SIL International - ის მიხედვით 2000 წლისთვის ათასი ადამიანი ლაპარაკობდა ამ ენაზე, სხვა შეფასაებების მიხედვით კი დაახლოებით 700 ლაკანდონელი ლაპარაკობს მშობლიურ ენაზე. მოხუცების ჩათვლით თითქმის ყველა აგრეთვე თავისუფლად ლაპარაკობს ესპანურად. სკოლებში ლაკანდონური ენა არ ისწავლება.

ლაკანდონური ენისა და კულტურის კვლევის პროექტი

რედაქტირება

ჩრდილოელ ლაკანდონელებს ქრისტიანობა არასდროს მიუღიათ და უკანასკნელ წლებამდე ჯერ კიდევ განცალკევებით ცხოვრობდნენ ესპანელებისა და მექსიკელებისგან, ამიტომ მეცნიერების ინტერესი მათი ენისა და კულტურის მიმართ განსაკუთრებით ძლიერია. ამას ემატებას ისიც, რომ ბოლო წლებში ლაკანდონელები სულ უფრო უახლოვდებიან დასავლურ კულტურასა და ცივილიზაციას, რაც მეცნიერთა აზრით უახლოეს ათწლეულებში მათი კულტურის გაქრობას განაპირობებს. 2002 წლიდან არსებობს ვიქტორიის უნივერსტეტისა და ბრიტანეთის კოლუმბიის (კანადა) პროექტი, რომელსაც აფინანსებს ფოლქსვაგენის ფონდი. ამ პროექტის მიზანია რაც შეიძლება ბევრი ვიდეო და აუდიო მასალის შეგროვება ლაკანდონებისა კულტურისა და ენის შესახებ.

ეკონომიკა

რედაქტირება

ისტორიული ლაკანდონელები მაინცდამაინც არც მონადირე-შემგროვებლები იყვნენ და არც მიწათმოქმედები, ისინი ორივე ერთად იყვნენ, თუ სჭირდებოდათ. ასე რომ ისინი ხან მოძრავები იყვნენ ხან უძრავები. ლაკანდონები ახორციელებდნენ გაწმენდით სამუშაოებს ტყეში, რათა აეღორძინებინათ მოსავალი და მოეშინაურებინათ ცხოველები, მაგრამ ისინი ასევე ნადირობდნენ და თევზაობდნენ და აგროვებდნენ ნერგებსა და მცენარეებს ჯუნგლებში. მათ არ ჰქონდათ საჭიროება სტრუქტურიზებული ეკონომიკის, რადგან დამოკიდებული იყვნენ თავიანთ კარმიდამოებზე, როგორც საარსებო წყაროზე.

ისტორიულ ლაკანდონს რაღაც პერიოდი უნდა ევაჭრა სხვებთან, მაგრამ ამ კონტაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან ძალიან ცოტაა, ან საერთოდ არ არსებობს. თუმცა, ის ვაჭრობები, რომლებიც დოკუმენტის სახით არსებობს, აჩვენებს, რომ ეს იყო ყველაზე დიდი კონტაქტი, რომელიც ლაკანდონს ჰქონია მის ირგვლივ არსებულ სამყაროსთან. ისინი ყიდდნენ ცხოველებს, თაფლს, ფიჭას, თამბაქოს, ბამბას და კაკაოს მეტალის იარაღების შესასყიდად. XIX-XX საუკუნეებში საქონელი, რომელსაც ლაკანდონი ვაჭრობის დროს იღებდა, გახდა უფრო პროგრესული. ასეთ საქონელს განეკუთვნებოდა: ცეცხლსასროლი იარაღი, ნავთი, ყავა, შაქარი, ტანსაცმელი და სხვა.

ლაკანდონისთვის უცხოელებთან ვაჭრობა უმნიშვნელოვანესი იყო. იგი გარესამყაროსთან კონტაქტის ერთადერთი გზას წარმოადგენდა და ისეთი ნივთების შეძენის, რომელთა შექმნასაც თვითონ ვერ ახერხებდნენ. დროთა განმავლობაში ადვილი შესამჩნევია ლაკანდონისკენ მისასვლელი ხერხების ტექნოლოგიათა განვითარება. XIX საუკუნეში განვითარებულმა ვაჭრობამ გავლენა იქონია ლაკანდონის ყოველდღიური ცხოვრების ცვლილებაზეც. მათ დაიწყეს წიწილების გაზრდა, ფორთოხლის, შაქარ-ბანანას და შაქრის ლერწმის მოყვანა. ასევე ნაცვლად მშვილდ-ისრით ნადირობისა, მათ იარაღით ნადირობა დაიწყეს.

ზოგი ლაკანდონი მუშაობს ლადინოსებთან ხე-ტყის დასამზადებელ ბანაკებში. დანარჩენები ფულს იღებენ ლადინოსებისგან მათ ტყეში შესვლის უფლებისთვის. XIX საუკუნის ბოლოს და მეოცეს დასაწყისში ტურისტები ჩადიოდნენ ლაკანდონისის სოფლებში და ყიდულობდნენ მათ პროდუქტებს.

 

როცა სხვა მკვიდრ ადამიანებს მისცეს მიწები ლაკადონის ჯუნგლებში, ნატურალური მეურნეობის გავრცელებული პრაქტიკა ჩაანაცვლა ნახევრად კომერციულმა აგრიკულტურამ, რომელიც დამახასიათებელი იყო ახალი ხალხისთვის. ეს ყველაფერი უფრო ადგილობრივი მთავრობის მიერ კომერციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერის გავლენით ხდებოდა და არ იყო ტიპური "slash and burn" (მიწათმოქმედების ერთ-ერთი მეთოდი, რაც გულისხმობს მცენარეების მოჭრას და დაწვას მანამ, სანამ ახალი თესლი წარმოიშვება. გამოიყენებოდა მიწების გასაწმენდად შემდგომი დამუშავებისთის.) მეთოდის გამოყენება, რაც ისტორიულად ჩვეული იყო იმ მიდამოებისთვის. ამასთან ერთად, ლააკადონის ჯუნგლებში ხეების სწრაფმა ჩეხვამ გამოიწვია პირუტყვის დაზარალება და გაფანტული დასახლებების ცენტრალიზებულ საზოგადოებად ქცევა, რამაც შეცვალა მათი ეკონომიკური პრაქტიკა. 1970-იანების დასაწყისში, ტაბასკოში ნავთობის მოპოვების განვითარებამ ხელი შეუწყო ჩიაფესში ფულის დაბანდებას და მექსიკის მთავრობას ხელი შეუწყო ტროპიკული ტყის რესერვი შეექმნათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ლაკანდონების სატყეო ტერიტორიის გამოყენება ეკრძალებოდათ გარეშე კომპანიებს. თუმცა, ფლორიდის ბაზაზე არსებული ხეების გადამამუშავებელ კომპანიის, „Weiss Fricker Mahogany Company“-ის, ლოკალურ გაფართოებაზე კონტროლის გაძლიერების შემდეგ, მექსიკის მთავრობის ორგანიზაციას „Nacional Financiera, S.A. (NAFINSA)“-ს, რომელიც აკონტროლებდა ლაკანდონის ჯუნგლების გაჩეხვით მიღებულ შემოსავალს. შტატების მიერ/სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი კომპანია, „Compañia Forestal de la Lacandon S.A.“, შეიქმნა იმისთვის, რომ კონტრაქტები გაეფორმებინათ ლაკანდონის მოსახლეობასთან ხეებიდ ჩეხვის უფლებისთვის მათ მიწაზე. სამწუხაროდ, NAFINSA აკონტროლებდა კომპანიის მოგების 70%ს, ხოლო ლაკანდონის მოსახლეობა 30 %-ს.

1980 წელს საწვავის ფასის ვარდნამ გამოიწვია პესოს კურსის დრამატული დაცემა, რამაც საერთაშორისო ტურიზმი უფრო მიმზიდველი გახადა. ამან უარყოფითი გავლენა იქონია ლაკანდონის ეკონომიკაზე. ლაკანდონები უთმობდნენ თავისუფალი დროის დიდ ნაწილს ხელნაკეთობების წარმოებას, ხოლო შემდეგ ამ საქონლის გაყიდვას ჩიაპასის დიდ ქალაქებში, როგორიცაა პალენკე. 1980 წელს პალენკეს ლაკანდონის თემთან დასაკავშირებლად გზაც გაიყვანეს. ამან უბიძგა ტურისტულ საცობებს, რომ გადასულიყვნენ, გეზი აეღოთ ლაკადონის საზოგადოებისკენ, და ამის შემდეგ ლაკადონის სავაჭრო საქონელს აღარ სჭირდებოდა დღეები დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად.

ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ნივთი ტურისტებს შორის არის სანადირო აღჭურვილობა, კერძოდ მშვილდი და ისრები. განსხვავებით თანამედროვე ეპოქისგან, სადაც ლაკანდონის მკვიდრი ოსტატი ამ ყველაფრისთვის საჭირო მატელიალს მზა სახით ყიდულობს, ძველ დროში ის მას ჯუნგლებში მოიპოვებდა. ჩეულებრივ, ეს ნივთები იყიდება მაიას ნანგრევების მიმდებარე ტერიტორიაზე და არის ყველა ზომის, დაწყებული ბავშვებიდან, დამთავრებული მოზრდილებამდე.

ისტორიული ლაკანდონი დამოკიდებული უნდა ყოფილიყო საკუთარ თავზე, მაგრამ, როდესაც ლაკანდონებმა დაიწყეს ურთიერთობა სხვა ხალხებთან და მექსიკა გახდა უფრო გაერთიანებული სახელმწიფო, მათი ეკონომიკა გახდა უფრო დამოკიდებული გარე ფაქტორებზე.

გარე ფაქტორები

რედაქტირება

იმასთან ერთად, რომ ბოლო ხანებში ლაკადონებზე გარე ფაქტორებმა დიდი გავლენა მოახდინა გზების გაყვანის, ხე-ტყით ვაჭრობის, ტურიზმისა და სხვა დარგების განვითარების კვალდაკვალ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მათ უცხოებთან კონტაქტი ისტორიის მანძილზე აქამდეც ჰქონიათ.ლაკანდონები თავად იყვნენ უცხო ხალხთან კონტაქტის ინიციატორები (განსხვავებით მაიას სხვა ტომებისგან). გარე ურთიერთობები, ძირითადად, ვაჭრობითა და რელიგიური ფაქტორებით იყო განპირობებული. თუ დავაკვირდების ლაკანდონის ფოტოებსა და ნახატებს მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული, დავინახავთ რომ მათი ტანსაცმელი და მორთულობა ძალიან შეიცვალა. ეს ძვირფასი ისტორიული სურათები აჩვენებს, რომ ლაკანდონები დიდი ხნის განმავლობაში განიცდიდნენ კულტურულ ცვლილებას.

ლაკანდონები ხშირად მიდიოდნენ ახლომდებარე ქალაქებში, რათა აღრეოდნენ კათოლიკ მასას და მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა რელიგიურ რიტუალებში. მონათვლის რიტუალი განსაკუთრებული ინტერესის სფერო იყო, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ისინი გაწმენდისა და თერაპევტულ ღირებულებას პოულობდნენ ამ რიტუალში. კაპუჩინელი მღვდელბის მიერ ლაკანდონის გაქრისტიანების მცდელობები წარუმატებელი იყო. მღვდლები მუდმივად ხაზს უსვამდნენ მათ რელიგიაში მონოგამიის მნიშვნელობას, რასაც შეეძლო გამოეწვია რელიგიის საერთო უარყოფა. მრავალცოლიანობას მამრი ლეკანდონები ეკონომიკური ძალისა და მუშახელის უზრუნველმყოფელ, საკვების მომზადების შესახებ რიტუალური ცოდნის შემანარჩუნებელ და ცოლებში, სხვადასხვა დროს, განაყოფიერებადობის შემანარჩუნებელ ხერხად მიიჩნევდნენ. საინტერესოა, რო ქრისტიანობამ რაღაც გარდატეხა შეიტანა ლაკანდონელი ქალებისთვის, იმიტომ რომ აღარ იყო საჭიროება ცერემონიებისთვის გადამღლელი პროცესი და სარიტუალო საჭმლის მოსამზადებელი ცოდნა. სწორედ ამიტომ და რიტუალბისთვის საჭმლის მომზადრბისგან თავის არიდების გამოისობით, ბევრმა ლაკანდონელმა ქალმა სთხოვა თავის ქმარს, რომ ქრისტიანობაზე მოქცეულიყვნენ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გეოგრაფიული განსხვავებები ლაკადონებს შორის შეიძლება მივაწეროთ მათი გაქრისტიანების ტემპს. ცნობილია, რომ ბარში ლაკანდონებს ჰქონდათ ყველაფერი, მაგრამ მიატოვეს თავიანთი ისტორიული რელიგია, მაშინ, როცა მთაში კიდევ ატარებდნენ რამდენიმე ტრადიციულ რიტუალს. გაურკვევლია რატომ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეთნოგრაფებმა ლაკანდონის კვლევა დაიწყეს, რიტუალებისას ცეკვა და მუსიკა უფრო იშვიათი გახდა. დღეს შესაძლებელია ღმერთების ქოთნების ყიდვა, რომლებსაც ლაკანდონები სპეციალურად ტურისტებისთვის ამზადებენ. ეს ქოთნები შეღებლი არაა და "სულიც" არ აქვთ, შესაბამისად, ცოცხალნი არ არიან და მათი გაყიდვა შეიძლება. ჯონ მაკგი (2002) აღნიშნავს, რომ ტურისტების გამო მონეტარული ეკონომიკის ზრდამ შეამცირა საოჯახო მიწათმოქმედების საჭიროება და მასთან დაკავშირებული რელიგიური რიტუალები. გარეშე ჩამრევების გარდა ცვლილებები შეიძლება გამოწვეული იყოს ხნიერი ადამიანების გარდაცვალებით, რომლებიც ამ რიტუალს ასრულებდნენ ძველ დროში ან ხშირად დაავადებებისას. ინფორმაცია არ გადადიოდა ახლგაზრდა თაობებზე, რამაც შესაძლებლობა მისცა ქრისტიან მისიონერებს, რომ მეტი ლაკანდონელი გადაებირებინათ. ამის გამო დღეს პროტესტანტიზმი დომინანტური რელიგიაა ლაკანდონის დაბლობზე. ჯონ მაკჯიმ, ტელევიზიაში მიღებული ოთხ წლიანი გამოცდილების საფუძველზე, შენიშნა, რომ ტრადიციულ რიტუალურ პრაქტიკას, მთიან ნაწილში მცხოვრებ ლაკანდონებს შორის, მხოლოდ ორი ოჯახი და ერთი ცალკეული პიროვნება ინარჩუნებდა. სხვა ყველა დანარჩენი, ამ დროისთვის უკვე აღარ მონაწილეობდა არც ერთ რელიგიურ ჩვეულებაში.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლაკანდონები“-დან