ბონამპაკი – (მაია – მოხატული კედელი) მაიას ცივილიზაციის არქეოლოგიური ძეგლი მექსიკაში, ჩიაპასის შტატში. იგი მდებარეობს მასზე უფრო დიდი ძეგლის – იაშჩილანიდან 30 კილომეტრით სამხრეთით, რომლის დაქვემდებარებაშიც შედიოდა ბონამპაკი. იგი არ გამოირჩევა არც დიდი სივრცით არც რაიმე განსაკუთრებული არქიტექტურული ღირებულებით, მაგრამ იგი ძალიან ცნობილია თავისი კედლის მხატვრობით, რომლითაც ტაძრის შიდა კედლები გამოირჩევა. კონსტრუქცია აშენებულია ჩვ. წ. 580-800 წლებში. ძეგლი 1946 წელს აღმოაჩინეს ამერიკელმა მოგზაურებმა.

ბონამპაკი
ბონამპაკის კედლის მხატვრობა

ნაგებობა შედგება სამი პატარა ოთახისგან, რომლებიც კლასიკური მაიას მხატვრობითაა აჭრელებული. პირველ ოთახში გამოსახულია სცენა, თუ როგორ აკურთხებს ქურუმი დიდებულის შვილს მემკვიდრედ. მეორე ოთახში ასახულია ომის სცენა და ამ ომში აყვანილი ტყვეები, რომლბსაც როგორც ყოველთვის, მაიას ხალხი შემდეგ მსხვერპლად სწირავდა, მაგრამ ნახატებში მსხვერპლშეწირვის რიტუალი არ ჩანს. მესამე ოთახში გამოსახულნია არიან მოცეკვავები, რომლებიც სპეციალურ კოსტიუმმებში და ღმერთების ნიღბებში გამოწყობილები სარიტუალო ცეკვას ასრულებენ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება