ლაიონელ დანსთერვილი
ლაიონელ ჩარლზ დანსთერვილი (ინგლ. Lionel Dunsterville დ. 1865 — გ. 19 მარტი, 1946) — ბრიტანელი სამხედრო მოღვაწე,.
ბიოგრაფია
რედაქტირებასწავლობდა ბრიტანეთის სამხედრო სკოლაში რედიარდ კიპლინგთან ერთად. 1883 წელს აბარებს მისაღებ გამოცდებს სანდჰერსტის სამხედრო კოლეჯში. სამხედრო სამსახურს იწყებს 1884 წელს ბრიტანეთის არმიის ქვეით ნაწილებში ჯერ მალტაზე, შემდეგ ეგვიპტეში. მოგვიანებით გადაყვანილ იქნა ბრიტანეთის კოლონიურ ინდოეთის არმიაში. მსახურობდა ავღანეთისა და ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთის სასაზღვრო პროვინციაში. 1908 წელს იღებს ვიცე-პოლკოვნიკის ჩინს და ინიშნება პენჯაბის მე-20 პოლკის მეთაურად. შემდეგ სამსახურს აგრძელებს ჩინეთში. პირველი მსოფლიო ომის დაწყების წინ მსახურობდა საფრანგეთში ტრანსპორტის ოფიცრის თანამდებობაზე. 1918 წლის დასაწყისიდან ამიერკავკასიაშია. ინიშნება ბრიტანეთის საოკუპაციო ჯარების ხელმძღვანელად თბილისში. 1918 წლის ივნისში ენიჭება გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება და ინიშნება ბრიტანული საექსპედიციო კორპუსის სარდლად, რომელიც დაკომპლექტდა კანადური, ავსტრალიური და ახალზელანდიური ქვედანაყოფებით. მისი მცირერიცხოვანი კორპუსი, რომელიც სამი ბატალიონის, საველე არტილერიისა და რამდენიმე ჯავშანმანქანისგან შედგებოდა მესოპოტამიიდან ბაქოში შევიდა 1918 წლის აგვისტოში. ექსპედიციის მიზანს წარმოადგენდა ოსმალური და გერმანული შენაერთების ინდოეთში შეჭრის აღკვეთა. 1918 წლის 16 სექტემბერს „ცენტროკასპიისპირეთის“ ძალებთან ერთად „კავკასიის ისლამის არმიის“ წინააღმდეგ წარმოებული ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ კორპუსი ტოვებს ბაქოს. ბაქოს დამცველები მარცხდებიან და კორპუსის პირადი შემადგენლობა გემებით იქნება გადაყვანილი პორტ ენზელიში.