ლაითის მთები
ლაითის მთები (გერმ. Leithagebirge) — ქედი ავსტრიაში. ვრცელდება ქვემო ავსტრიასა და ბურგენლანდს შორის. სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია დაახლოებით 35 კმ-ზე. მაქსიმალური სიმაღლე 484 მ (მთა ზონენბერგი). ლაითის მთები ალპების განშტოებაა და კარპატებს უერთდება ჩრდილოეთით, რითაც ქმნის ერთგვარ ხიდს ალპებსა და კარპატებს შორის. შემოსილია ხშირი ტყითა და ფოთლოვანი მცენარეებით. ჭარბობს მუხა, რცხილა და წიფელი.
ლაითის მთები | |
---|---|
ლაითის მთები აიზენშტადტთან | |
კოორდინატები: 47°52′32″ ჩ. გ. 16°28′32″ ა. გ. / 47.87556° ჩ. გ. 16.47556° ა. გ. | |
ქვეყანა | ავსტრია |
უმაღლესი წერტილი | ზონენბერგი |
სიმაღლე | 484 მ |
სიგრძე | 35 კმ |
სიგანე | 5-7 კმ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ლაითის მთები“ ვიკისაწყობში.