ლათინთა კავშირილათინური ქალაქების გაერთიანება ძველ იტალიაში. ჩამოყალიბდა ძველი წელთაღრიცხვის I საუკუნეში ქალაქ ალბა ლონგას მეთაურობით. აერთიანებდა 30 თემს. ეს იყო ლაციუმის თემების სუსტი პოლიტიკური გაერთიანება, მასში შედიოდა რომიც, რომელიც მაშინ უმნიშვნელო დასახლება იყო. კავშირს ჰქონდა საერთო საკულტო დღესასწაულები. ყოველ ლათინს შეეძლო უძრავი ქონების შეძენა და ვაჭრობა მთელს ლაციუმში. სადავო საკითხებს წყვეტდა სამოკავშირეო საბჭო. ძვ. წ. VII საუკუნეში რომმა ალბალონგა დაანგრია და სათავეში ჩაუდგა ლათინთა კავშირს. რომში რესპუბლიკის გამოცხადების პერიოდში არსებული სიტუაციის ისარგებლა ზოგმა ლათინურმა ქალაქმა და რომისგან განთავისუფლდნენ. ძვ. წ. 496 წელს რომმა დაამარცხა ლათინები რეგილის ტბასთან, ხოლო ძვ. წ. 493 წელს რომის კონსულმა სპურიუს კასიუსმა დადო ხელშეკრულება ლათინებთან. გალების შემოსევების დროს ლათინთა კავშირი დაიშალა, მაგრამ აღდგა ძვ. წ. 358 წელს რომისთვის ხელსაყრელი პირობებით. იარსება ლათინთა მეორე ომამდე, ძვ. წ. 340-338 წლებამდე, რის შემდეგადაც გაუქმდა და ლაციუმი საბოლოოდ დამორჩლდა რომს.

ლიტერატურა

რედაქტირება