ალბა-ლონგა
(გადამისამართდა გვერდიდან ალბა ლონგა)
ალბა-ლონგა (ლათ. Alba Longa) — ლათინთა უძველესი ქალაქი იტალიაში. მდებარეობს ალბანოს მთის ძირში. გადმოცემით, ქალაქი დაუარსებია ენეოსის ძეს ასკანიუსს ძვ. წ. 1152, რომზე 400 წლით ადრე. ალბა-ლონგა სათავეში ედგა 30 ლათინური ქალაქის კავშირს. ძვ. წ. VII საუკუნეში რომის მეფე ტულუს ჰოსტილიუსიმ დაანგრია იგი, მოსახლეობა რომში გადაასახლა და მათ რომის მოქალაქეობა უბოძა.