ლავტულუმთან ბრძოლა
ლავტულუმთან ბრძოლა | |||
---|---|---|---|
მეორე სამნიტური ომის ნაწილი | |||
თარიღი | ძვ. წ. 315 | ||
მდებარეობა | ლავტულუმი სორასთან | ||
შედეგი | სამნიტების გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
|
ლავტულუმთან ბრძოლა გაიმართა რომის რესპუბლიკასა და სამნიტებს შორის ძვ. წ. 315 წელს.
სიტუაცია
რედაქტირებაძვ. წ. 315 წლისთვის რომაელებმა მეორე სამნიტური ომში უკვე არაერთი ბრძოლა დამაჯერებლად მოიგეს, სამნიტების ერთადერთი სერიოზული წარმატება ამ დროისთვის კი კავდიუმის მშვიდობა იყო, რომლის გამოყენებაც მათ ვერ შეძლეს სათანადოდ. მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა და არაერთი დაკარგული ქალაქისა ისინი მაინც არ ნებდებოდნენ და მტკიდეც განაგრძობდნენ ბრძოლას.
სამნიტებს გადაეწურად სატიკულუმის შენარჩუნების იმედი და როდესაც საბრძოლო მოქმედებებმა რომაული დასახლება სორასკენ გადაინაცვვლა. აქ ადგილობრივმა მოსახლეობამ გაჟლიტა რომის მოქალაქეები და ეს დასახლება სამნიტების მხარეს გადავიდა.
პირველი ბრძოლა
რედაქტირებარომაელებისთვის თავისი დაღუპული მოქალაქეებისთვის შურისძიება და სორას დაბრუნება პირველხარისხოვან ამოცანად იქცა. რომაული ჯარი, დიქტატორ კვინტუს ფაბიუსის მეთაურობით, სწრაფი მარშით გაემართა სორასკენ, მათ კი ფეხდაფეხ სამნიტური ჯარი მოსდევდა. რომაელები მტრის დასახვედრად გაემართნენ და ლავტულუმთან მოხდა ბრძოლა. დღე ისე დასრულდა რომ გამარჯვებული მხარე არ იყო გამოკვეთილი. ზოგიერთი ისტორიკოსის ცნობით მხედართა მეთაური კვინტუს ავლიუსი სწორედ ამ ბრძოლაში დაიღუპა.
მეორე ბრძოლა
რედაქტირებაავლუსის ნაცვლად დანიშნული გაიუს ფაბიუსი რომიდან გამოემართა ახალი ჯარებით, მან შიკრიკების მეშვეობით კარგად იცოდა დიქტატორის გეგმები, რასაც შეუთანხმა საკუთარი მოქმედების გეგმა. იგი თავისი ჯარებით მიიმალა კარგად დაცულ ადგილას. ამასობაში კი დიქტატორი რამდენიმე დღის მანძილზე ჯარებს ბანკში აკავებდა.
რამდენიმე დღეში დიქტატორმა გასცა ბრძოლის ბრძანება. მან დაუმალა მეომრებს რომ დასახმარებლად მხედართა მეთაურია ახალი ჯარით მოსული, რათა მხოლოდ საკუთარი თავის იმედათ ყოფნა უფრო შეაგულიანებდა ჯარისკაცებს. იგი გამოვიდა ჯარისკაცების წინაშე და წარმოთქვა სიტყვა, რომ მათ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეთ, უკან დასახევი გზა არ აქვთ და რომ არავის არ ჰქონდეს ბანაკში დაბრუნების იმედი, იგი ბრძანებს მის დაწვას. გამარჯვების შემთხვევაში კი მეომრები მდიდარი ნადავლის სახით მიიღებდნენ კომპენსაციას. ტიტუს ლივიუსი ასე გადმოგვცემს მის სიტყვას:
- "angustis, milites, deprehensi, nisi quam uictoria patefecerimus uiam nullam habemus. Statiua nostra munimento satis tuta sunt sed inopia eadem infesta; nam et circa omnia defecerunt unde subuehi commeatus poterant et, si homines iuuare uelint, iniqua loca sunt. Itaque non frustrabor ego uos castra hic relinquendo, in quae infecta uictoria sicut pristino die uos recipiatis. Armis munimenta, non munimentis arma tuta esse debent. Castra habeant repetantque quibus operae est trahere bellum: nos omnium rerum respectum praeterquam uictoriae nobis abscidamus. Ferte signa in hostem; ubi extra uallum agmen excesserit, castra quibus imperatum est incendant; damna uestra, milites, omnium circa qui defecerunt populorum praeda sarcientur."
სიტუაციის უიმედობამ და ცეცხლმოდებული ბანაკის ხილვამ, (თუმცა დიქტატორმა მხოლოდ იმ ნაწილის დაწვა ბრძანა რომელიც ბრძოლის ველიდან ჩანდა), უფრო გაასასტიკა მეომრები და შეჰმატა მათ ბრძოლის ჟინი. რომაელები შეერკინნენ მტერს. ცეცხლწაკიდებული ბანაკი გაიუს ფაბიუსისთვის იმის ნიშანი იყო, რომ მას და მის მეომრებს ზურგიდან უნდა შეეტიათ სამნიტებისთვის. ორივე მხრიდან ალყაშემორტყმულმა სამნიტებმა დაიწყეს ბრძოლის ველიდან გაქცევა, ხოლო ვინც ვერ მოასწრო რომაელებმა ადგილზე გაჟლიტეს.
მტრის ბანაკი აიღეს და გაძარცვეს, შემდეგ დიქტატორმა მეომრები უკან საკუთარ ბანაკში წაიყვანა და რომაელებს გამარჯვებაზე მეტად ის უხაროდათ, რომ მათი ბანაკი პატარა მონაკვეთის გარდა ხელუხლებელი აღმოჩნდა.