ლავრენტი ჯანიაშვილი
ლავრენტი ჯანიაშვილი — (დ. 19 აპრილი, 1964 ) — ისტორიკოსი, ეთნოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, მეცნიერი, პედაგოგი.
ლავრენტი ჯანიაშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 19 აპრილი, 1964 |
დაბ. ადგილი | კინოთი, ზესტაფონი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | მეცნიერი, ეთნოლოგი და ისტორიკოსი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | (ჯილდოები და პრემიები) |
საიტი | საიტი) |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ზესტაფონის რ-ნის სოფ. კინოთში 1964 წლის 19 აპრილს. 1990 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, 1993 წელს კი — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა.
შემოქმედება
რედაქტირება1994 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი (2006 წლიდან მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი). 2007 წლიდან კავკასიის ხალხთა საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე. 2012 წლიდან კავკასიის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი. 2017 წლიდან ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (გაუ) მიწვეული პროფესორი. არის 60-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი.
1999 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე - "სამცხე-ჯავახეთის სომხური მოსახლეობის ყოფა და კულტურა", 2006 წელს კი — სადოქტორო დისერტაცია თემაზე — "1944 წელს სამხრეთ საქართველოდან დეპორტირებული მოსახლეობის ეთნოკულტურული და ეთნოსოციალური პრობლემები".
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- საინსტიტუტო სამეცნიერო სესია, მოხსენებების მოკლე შინაარსი, თბილისი, 2004
- „ისტორიულ-ეთნოგრაფიული ძიებანი“, V, თბ., 2003