ლავრენტი აგლაძე
ლავრენტი ალექსის ძე აგლაძე (დ. 1884, სოფ. ბარი, ახლანდელი ონის მუნიციპალიტეტი ― გ. 1958, თბილისი) — ქვის მხატვრულად დამუშავების ქართველი ოსტატი.
ბიოგრაფია
რედაქტირებასწავლობდა ბაქოში იტალიელ ოსტატ ფრანზის სახელოსნოში (1897-1901), 1913 წლამდე იქვე მუშაობდა. მონაწილეობდა საზოგადოებრივ და კერძო ნაგებობათა ფასადების მხატვრულად გაფორმებაში (ბაქოს რეალური სასწავლებელი, 1905 და სხვა). 1913 წლიდან მუშაობდა თბილისში ნეოფიტე აგლაძის სახელოსნოში. მონაწილეობდა თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის (ამჟამად ახლანდელი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა), სასტუმრო "მაჟესტიკის" (ამჟამად "თბილისი"), ყოფილი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის, თბილისის ფუნიკულიორის ზედა სადგურის, კინოთეატრ "რუსთაველის", ბ. პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის (ორივე თბილისში) მხატვრულ გაფორმებაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერიძე ვ., თბილისის ხუროთმოძღვრება (1801-1917), ტ. 2, თბ., 1963
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 58.