ლადო აბაშიძე

ქართველი ექიმი, მეცნიერი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლადო აბაშიძე (დ. 24 იანვარი, 1921, თბილისი — გ. 4 დეკემბერი, 1999) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1944 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.

1943–1944 წლებში მუშაობდა თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში. 1947–1970 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტში. 1959–1968 წლებში იქვე განაგებდა ჰისტოლოგიის განყოფილებას. 1966 წელს ქართული ენციკლიპედიის მედიცინისა და ბიოლოგიიის რედაქციის გამგეა. 1966–1972 წლებში ხელმძღვანელობდა პლასტიკური ანატომიის კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტზე. შეისწავლა ზურგის ტვინის ნერვული წნულების და სიმპათიკური წველების შედარებითი ანატომია, ხერხემლიანთა ნაწლავების ინერვაციის თავისებურებები. მსხვილ ნაწლავში გადანერგილი წვრილი ნაწლავის კედელში განვითარებული ცვლილებები. რენტგენის სხივების სხვადასხვა დოზის მოქმედებები ნაწლავზე და სხვა. მამასთან სიმონ აბაშიძესთან ერთად შეადგინა პირველი ქართული სამედიცინო განმარტებითი ლექსიკონი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ჯილდოები

რედაქტირება
  • 1983 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • სპორტის ოსტატობის კანდიდატი (ჭადრაკი)

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • რუსულ-ლათინურ-ქართული სამედიცინო განმარტებითი ლექსიკონი - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1973 გვ. 579
  • К сравнительной анатомии спинномозговых нервных сплетений и симпатических стволов позвоночных Тбилиси, Изд-во АН Груз. ССР, 1963 с. 153

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველო:ენციკლოპედია : ტ.1 თბ., 1997 გვ. 22

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლადო_აბაშიძე“-დან