ლაგო-არხენტინო
ლაგო-არხენტინო (ესპ. Lago Argentino) — მტკნარი ტბა არგენტინაში. მდებარეობს სანტა-კრუსის პროვინციაში, პატაგონიის ანდების აღმოსავლეთ კალთის ძირას, ზღვის დონიდან 187 მეტრ სიმაღლეზე. ფართობი 1415 კმ². მაქსიმალური სიღრმე 500 მ (ყველაზე ღრმა ტბა სამხრეთ ამერიკაში).
ლაგო-არხენტინო | |
---|---|
Lago Argentino | |
კოორდინატები: 50°02′00″ ს. გ. 72°04′00″ დ. გ. / 50.03333° ს. გ. 72.06667° დ. გ. | |
მდებარეობა | სანტა-კრუსის პროვინცია |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 187 მ |
სიგრძე | 20 კმ |
ფართობი | 1415 კმ² |
მოცულობა | 219,9 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 150 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 500 მ |
აუზის ფართობი | 17000 კმ² |
ტბა აღმოაჩინეს ძმებმა ანტონიო და ფრანსისკო ვიედმებმა 1782 წელს.
ტბა მდებარეობს ლოს-გლასიარესის ეროვნული პარკში, სადაც მყინვარების დიდი რაოდენობა გვხვდება, რომლის სანახავადაც მრავალი ტურისტი მიდის. ტბა საუკეთესო ადგილია თევზაობისათვის.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლაგო-არხენტინო ტბების ეკოლოგიის საერთაშორისო კომიტეტის საიტზე დაარქივებული 2019-05-28 საიტზე Wayback Machine.
- ლაგო-არხენტინო სანტა-კრუსის პროვინციის საიტზე დაარქივებული 2005-03-10 საიტზე Wayback Machine.