ქშიტიგარბჰა

(გადამისამართდა გვერდიდან კშიტიგარბჰა)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ქშიტიგარბჰა (სანს: क्षितिगर्भ Kṣitigarbha; ტიბ: ས་ཡི་སྙིཔ་པོ། საი ნჲინ'პო, ვაილი: sa yi snying po; ჩინ: 地藏菩薩/地藏菩萨, ფინინი: Dìzàng Púsà; 地蔵菩薩 Jizō Bosatsu ჯიძო: ბოსაცუ; ტაი: พระกษิติครรภ์โพธิสัตว์ ფრა კსიტიქან ფოთისატტ; მონღ: Сайенинбу საჲენინბუ; კორ: 지장보살 ჯიჯან' ბოსალ; ვიეტ: Địa Tạng Vương) არის ბოდჰისატვა, რომელსაც თაყვანს, ძირითადად, აღმოსავლეთ აზიის ბუდიზმში ცემენ. ხშირად გამოსახულია ბუდისტ ბერად. სახელი შეიძლება ითარგმნოს შემდეგნაირად - „დედამიწის საგანძური“, „დედამიწის მატრიცა“ ან „დედამიწის საშო“. ქშიტიგარბჰა ცნობილია აღქმით, ბუდდჰა შაკიამუნის გარდაცვალებიდან ბუდდჰა მაიტრეას მოსვლამდე ექვს სამყაროში ყველა ცოცხალი არსების სწავლებაზე პასუხისმგებლობით; ასევე მისი აღთქმით, არ მიაღწიოს ბუდდჰობას, სანამ ყველა ჯოჯოხეთი არ დაიცლება. ზოგჯერ ასევე ითვლება ჯოჯოხეთის არსებების ბოდჰისატტვად, ბავშვების მფარველად და ავადმყოფ ბავშვთა და აბორტირებულ ნაყოფთა მფარველ ღვთაებად იაპონურ კულტურაში.

ქშიტიგარბჰას კორეული გამოსახულება, კორიოს დინასტია, XIV ს-ის ბოლო.

ჩვეულებრივ, გამოსახავენ ბერად შარავანდით მისი გადაპარსული თავის გარშემო; ატარებს კვერთხს, რათა ჯოჯოხეთის კარები აიძულოს - გაიღონ და ჩინტამანის სიბნელის გასანათებლად.

მანტრები

რედაქტირება

სანსკრიტულად მისი მანტრა არის: namaḥ samantabuddhānāṃ, ha ha ha, sutanu svāhā (ნამაჰ სამანტაბუდდჰანამ, ჰაჰაჰა, სუტანუ სვაჰა)[1]

ჩინურ ბუდიზმში შემდეგი მანტრა დაკავშირებულია ქშიტიგარბჰასთან: námó dìzàng wáng púsà (南無地藏王菩萨) (ნან'უ ტიწან' უან' ფუსა)

ტიბეტში არის შემდეგნაირად: oṃ kṣitigarbha bodhisattva yaḥ (ომ ქშიტიგარბჰა ბოდჰისატტვა ჲაჰ)

შინგონში კი იყენებენ შემდეგს: on kaka kabi sanmaei sowaka (ონ' ქაქა ქაბი სამმაეი სოუაქა)[2]

  1. Giebel, Rolf. The Vairocanābhisaṃbodhi Sutra. Berkeley: Numata Center, 2005
  2. Shingon Buddhism and Jizo

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქშიტიგარბჰა“-დან