კუძიუ
კუძიუ — ვულკანი იაპონიაში, კუნძულ კიუსიუს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. სიმაღლე 1788 მ. მდებარეობს ლავურ პლატოზე, რომელიც აგებულია პლიოცენური, ქვედა- და შუა პლეისტოცენური ანდეზიტ-ბაზალტებითა და ანდეზიტებით. ფარისებრი მასივი გართულებულია გვიანდელი პლეისტოცენური კალდერით, სადაც მდებარეობს ორმაგი სტრატოვულკანი. კალდერის დიამეტრია 8-10 კმ, ფართობი 60 კმ², ირგვლივ 173 კმ² ფართობზე გავრცელებულია რქატყუარა ანდეზიტების პიროკლასტები. ვულკანური ფარის ფარგლებში რამდენიმე ათეული ვულკანია, რომლებიც ჯგუფებს ქმნიან. კუძიუს რაიონში ადგილი აქვს სოლფატარის აქტივობას. არის დიდი თვითნაბადი გოგირდის საბადო.
კუძიუ | |
---|---|
კუძიუ | |
კოორდინატები: 33°04′56″ ჩ. გ. 131°14′27″ ა. გ. / 33.08222° ჩ. გ. 131.24083° ა. გ. | |
ქვეყანა | იაპონია |
სიმაღლე | 1788 მ |
ლიტერატურა
რედაქტირება- Апродов В.А. Вулканы. — Москва: "Мысль", 1982.