ელ-კუფრა

(გადამისამართდა გვერდიდან კუფრის რაიონი)

ელ-კუფრა (არაბ. الكفرة‎) — ლიბიის ყველაზე დიდი რაიონი. დედაქალაქია ელ-ჯაუფი — ერთ-ერთი ოაზისი კუფრის აუზში.[2] დედაქალაქის სიახლოვეს ფუნქციონირებს უზარმაზარი ნავთობგადამამუშავებელი საწარმო. XV საუკუნის ბოლოს, ლეო აფრიკელი ბერდოის მიწაზე არსებული ოაზისის შესახებ იუწყებოდა, რომელიც ავჯილიდან მომავალ ქარავანს მოენახულებინა. სავარაუდიდ, იგი სწორედ ელ-ჯაუფის ან ტაზირბუს ოაზისის შესახებ საუბრობდა.

რაიონი
ელ-კუფრა
الكفرة‎
ქვეყანა ლიბიის დროშა ლიბია
ადმ. ცენტრი ელ-ჯაუფი
კოორდინატები 24°00′00″ ჩ. გ. 23°00′00″ ა. გ. / 24.00000° ჩ. გ. 23.00000° ა. გ. / 24.00000; 23.00000
ფართობი 433 611 კმ²
მოსახლეობა 50 104[1] კაცი (2006)
სიმჭიდროვე 0,1 კაცი/კმ²

სახელი „კუფრა“ არაბული სიტყვა კაფირიდან მომდინარებს, რაც არამუსლიმს ნიშნავს.[3] კუფრა არ გადასულა არც არაბთა და შემდეგ არც ოსმალთა ხელში, მისი კოლონიზაცია მხოლოდ XIX საუკუნის შუა ხანებში მოახდინეს არაბ ბედუინთა ტომებმა, შემდეგ კი იტალიელებმა 1930-იან წლებში.

ლიბიის სამოქალაქო ომის დროს, კუფრას ლიბიის ოპოზიცია აკონტროლებდა.,[4]

რაიონი მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და ესაზღვრება ეგვიპტეს, სუდანსა და ჩადს.

2007 წლამდე, კუფრის რაიონი კიდევ უფრო დიდი იყო, მას ეკუთვნოდა ჩრდილოეთით არსებული უდაბნო, რომელიც შემდეგ ალ-ვახატის რაიონის შემადგენლობაში შევიდა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Districts of Libya. statoids.com. ციტირების თარიღი: 27 October 2009.
  2. Francesca Di Piazza (2005). Libya in Pictures. Twenty-First Century Books. ISBN 0-8225-2549-6. 
  3. Friedrich Gerhard Rohlfs, Reise von Tripolis nach der Oase Kufra (1881).[1]
  4. „Japan nuclear crisis“. BBC News. 26 March 2011.