კუტნა-ჰორა (ჩეხ. Kutná Hora; გერმ. Kuttenberg) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკაში, ცენტრალური ბოჰემიის რეგიონში.

ქალაქი
კუტნა-ჰორა
Kutná Hora
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
შიდა დაყოფა Hlouška[1] , Kaňk[1] , Karlov[1] , Kutná Hora-Vnitřní Město[1] , Malín[1] , Neškaredice[1] , Perštejnec[1] , Poličany[1] , Sedlec[1] , Šipší[1] , Vrchlice[1] და Žižkov[1]
კოორდინატები 49°57′00″ ჩ. გ. 15°16′00″ ა. გ. / 49.95000° ჩ. გ. 15.26667° ა. გ. / 49.95000; 15.26667
მაიორი Lukáš Seifert[2]
პირველი ხსენება 1289
ფართობი 33.05 კმ²
ცენტრის სიმაღლე 254
მოსახლეობა 21,142 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 640 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 284 01
საავტომობილო კოდი S
ოფიციალური საიტი kutnahora.info/?l=en
კუტნა-ჰორა — ჩეხეთის რესპუბლიკა
კუტნა-ჰორა

ქალაქის ისტორია 1142 წლიდან იწყება, როდესაც აქ ცისტერიანელთა მონასტრის დასახლებები გამოჩნდა. 1260 წელს, მიმდებარე მთიან რეგიონში, რომელიც მონასტრის საკუთრებას წარმოადგენდა, დაიწყო ვერცხლის მოპოვებითი სამუშაოები. არეალს კუტენბერგს უწოდებდნენ. XIII საუკუნეში, მაღაროების წყალობით მონასტერი დიდად დაწინაურდა, რაც ეკონომიკური ბუმის პროცესში ვერცხლის უდიდესი მნიშვნელობით იყო გამოწვეული.

აღმოჩენილი ყველაზე ადრეული ვერცხლის ნაკვალევები X საუკუნით თარიღდება, როდესაც ბოჰემია უკვე ჩართული იყო დიდი მანძილის სავაჭრო გზებში. ქალაქის თანამედროვე ნაწილში აღმოაჩინეს 982-995 წლების ვერცხლის დინარები.

XIII - XVI საუკუნეებში, კუტნა-ჰორა პრაღას ეკონომიკის, კულტურისა და პოლიტიკის სფეროებში ეჯიბრებოდა. 1995 წლიდან, ქალაქის ცენტრალური ნაწილი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 732
ინგლ.რუს.ფრ.
  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 Czech location identification systemCzech Office of Surveying and Cadastre.
  2. https://kutnohorsky.denik.cz/volby-2022-komunalni/kutna-hora-ma-noveho-starostu-urednika-ze-skolstvi-lukase-seiferta-ods-20221024.html