კურდღელაურის წმინდა კვირიკეს ეკლესია

კურდღელაურის წმინდა კვირიკეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ კურდღელაურში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყის ქვით. წყობა ირეგულარულია. შესასლელების გამოსაყვანად, რიყის ქვასთან ერთად, გამოყენებულია კვადრატული აგურიც. სარკმლის ღიობები შიგნიდან და გარედან შელესილია.

შესასვლელი სამია: დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. სამივე კარი გარედან თაღოვანია, შიგნიდან კი თარაზულადაა გადახურული.

აღმოსავლეთ და დასავლეთ ფრონტონებზე, აგურის წყობის შეღრმავებით, საფეხუროვან კვარცხლბეკზე დადგმული, რომლის ქვედა მკლავის ორივე მხარეს თითო, მცირე, შეღრმავებული რომბია. კედლები დასრულებულია აგურის ლავგარდნით.

ლიტერატურა

რედაქტირება