კუპრიაანთკარის არქეოლოგიური ძეგლები
კუპრიაანთკარის არქეოლოგიური ძეგლები — ნასოფლარი სიონის ჩრდილოეთით (თიანეთის მუნიციპალიტეტი). ამჟამად მისი ნაწილი წყალსაცავითაა დაფარული. ნაწილობრივ გაითხარა 1964 წელს (დ. მუსხელიშვილი). სამაროვანი შეიცავს გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ბოლო ეტაპის ორმოსამარხებს. სამაროვნის ქვეშ მოქცეულია ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი. ნაპოვნია ვარდისფერსარჩულიანი, ლეგაპრიალა ან მოყავისფრო ჭურჭლის ნატეხები, რომლებიც მტკვარ-არაქსული კერამიკის მსგავსია. კუპრიაანთკარის არქეოლოგიური ძეგლები ჯერჯერობით ადრინდელი ბრინჯაოს ხანის მასალების შემცველი ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე პუნქტია ივრის ხეობაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- რამიშვილი რ., ჯორბენაძე ბ., ერწო-თიანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის სადაზვერვო მუშაობის შედეგები «მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია», 1977, № 4;
- რამიშვილი რ., ჯორბენაძე ბ.,, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 78.