კუპერ-კრიკი
კუპერ-კრიკი, წინა სახელწოდება კუპერზ-კრიკი (ინგლ. Cooper Creek) — შრობადი (კრიკი) მდინარე ავსტრალიის ცენტრალურ ნაწილში. გაედინება კუინზლენდისა და სამხრეთი ავსტრალიის შტატების ტერიტორიაზე. სათავე აქვს დიდი წყალგამყოფი ქედის დასავლეთ ფერდობზე. კვეთს დიდი არტეზიული აუზის ნახევარუდაბურ და უდაბურ ტერიტორიებს. სიგრძე 1420 კმ,[1] აუზის ფართობი 297 547 კვ.კმ.[2] უმეტესად საზრდოობს წვიმისა და გრუნტის წყლებით. წყლის საშუალო ხარჯი 70 მ³/წმ. წყალმოვარდნებისა და ძლიერი წვიმების დროს კუპერ-კრიკი აღწევს ეირის ტბამდე.
კუპერ კრიკი | |
---|---|
ქვეყანა | ავსტრალია |
სიგრძე | 1,300 კმ |
აუზის ფართობი | 297 547 კმ² |
კუპერ კრიკი ვიკისაწყობში |
იმ ადგილებს, სადაც კუპერ-კრიკი გაედინება კლიმატი ცხელი და მშრალია. ნალექების რეჟიმი არასტაბილურია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Aerial Video of the Cooper Creek at Innamincka
- Australian Society for Limnology დაარქივებული 2006-01-03 საიტზე Wayback Machine.
- Primary Industries and Resources SA - Cooper and Diamantina დაარქივებული 2005-07-17 საიტზე Wayback Machine.
- Floods of Lake Eyre დაარქივებული 2006-03-12 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Cooper Creek. Encyclopædia Britannica Online. ციტირების თარიღი: 3 აპრილი 2009.
- ↑ Economics - Coopers Creek. Australian Natural Resources Atlas. Department of the Environment, Water, Heritage and the Arts. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 3 აპრილი 2009.