კუნძულების ზღვა
კუნძულების ზღვა (ლათ. Mare Insularum) — მთვარის ზღვა, რომელიც მდებარეობს მთვარის ხილულ მხარეს, წვიმების ზღვის სამხრეთით. მის აღმოსავლეთით მდებარეობს კრატერი კოპერნიკი, დასავლეთით — კრატერი კეპლერი. ზღვის აუზი ჩამოყალიბდა ადრე იმბრიულ პერიოდში და დატბორა ლავით გვიან იმბრიულ პერიოდში. ობიექტის სელენოგრაფიული კოორდინატებია 7°30′N 30°54′W / 7.5° ჩ. გ. 30.9° დ. გ., დიამეტრი 511.93 კმ.
კუნძულების ზღვა | |
Mare Insularum | |
მონაცემები | |
---|---|
სიგრძე | 511.93 კმ. |
სახელწოდება | |
ეპონიმი | კუნძული |
დამტკიცებულია | IAU (1976) |
მდებარეობა | |
7.5° ჩ. გ. 30.9° დ. გ. / 7.5° ჩ. გ. 30.9° დ. გ. | |
ციური სხეული | მთვარე |
კუნძულების ზღვა ვიკისაწყობში |
1976 წელს კუნძულების ზღვის სახელწოდება დამტკიცებულ იქნა საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მიერ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი — Mare Insularum.
- Mare Insularum
- The Full Moon Atlasდაარქივებული 2012-03-11 საიტზე Wayback Machine.