კუნინდა, კულინდა — ძველინდური სახელმწიფო. მდებარეობდა ცენტრალურ ჰიმალაებში (თანამედროვე ინდოეთის შტატი უტარაკჰანდი და ჰიმაჩალ-პრადეშის შტატის სამხრეთ ნაწილი) და არსებობდა ძვ. წ. III საუკუნიდან ძვ. წ. II საუკუნემდე პერიოდში.

კუნინდას მონეტა. ძვ. წ. I ს.

მიუხედავად იმისა, რომ კუნინდას სახელმწიფოს დოკუმენტური ისტორია იწყება ძვ.წ. II საუკუნიდან, კუნინდას ტომებისა და ხალხების არსებობას, რომლებიც ცხოვრობდნენ კულინდადეშის სამეფოში, ადასტურებს ძველინდური ეპოსი „მაჰაბჰარატა“ და „პურანები“. კერძოდ, „მაჰაბჰარატა“ გადმოგვცემს, რომ კუნინდელები დამარცხდნენ არჯუნებთან. კუნინდას ერთ-ერთი პირველი მეფე იყო მდინარე ჯამუნას მთაგორიანი ხეობის და სატლეჯის მმართველი ამოგჰაბჰუტი ძვ.წ. II საუკუნის დასასარულს და ძვ. წ. I საუკუნის დასაწყისში. ძველი ბერძენი ისტორიკოსი პტოლემეოსი კუნინდების სამშობლოდ მიიჩნევს რეგიონს, რომელიც მდებარეობდა მდინარეების ჯამუნას, განგის და სატლეჯის სათავეებთან. კალსში, ჰიმალაის გარვალის რეგიონში აღმოჩენილ იქმა მეფე აშოკას წარწერა, რომელიც ადასტურებს ძვ. წ. IV საუკუნეში ამ რეგიონში ბუდიზმის არსებობას. კუნინდას სამეფომ არსებობა შეწყვიტა III საუკუნეში, ხოლო IV საუკუნეში აქ ფართოდ გავრცელდა შივაიზმი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება