კუმჟენის მემორიალი

კუმჟენის მემორიალი (რუს. Кумженский мемориал) — მემორიალური კომპლექსი დონის როსტოვის რკინიგზის რაიონში[1]. მდებარეობს ქალაქის დასავლეთ რაიონში კუმჟენის კორომში[2]. მემორიალი ააშენეს 1983 წელს[3], წითელი არმიის იმ ჯარისკაცების პატივსაცემად, რომლებიც დაიღუპნენ დონის როსტოვის გათავისუფლებისათვის 1941-1943 წლებში[4]. კომპლექსის შემადგენლობაში შედის რამდენიმე მემორიალი და ძმათა სასაფლაო[5]. მემორიალს გააჩნია რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სტატუსი[6].

კუმჟენის მემორიალი
მდებარეობა დონის როსტოვი, რუსეთი
არქიტექტორი რ. მურადიანი
მოქანდაკე ბ. ლაპკო, ე. ლაპკო
ტიპი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6110089000
გახსნის თარიღი 1983

ძეგლი მდებარეობს მთავარი ხეივნის გასწვრივ. კუმჟენის მემორიალის შემადგენლობაში შედის ხუთი პილონი, გამარჯვების ოთხი სტელა, მონუმენტი „შტურმი“ და მემორიალური დაფა, რომელზეც ამოკვეთილია როსტოვის ომებში მონაწილე ნაწილების სახელები. პილონები მოპირკეთებულია ნაცრისფერი მარმარილოს ფილებით. კუმჟენის მემორიალის ცენტრალური ობიექტია მონუმენტი „შტურმი“. გრანიტის კვარცხლბეკზე ჯარისკაცების ჯგუფი ემზადება შეტევისათვის, მათ თავზე აღმართულია 18-მეტრიანი მეტალის ისარი. იგი მიუთითებს საბჭოთა ძალების მთავარ მიმართულებას[2]. მონუმენტის მახლობლად მდებარეობს ძმათა სასაფლაო. გრანიტის ფილებზე ამოკვეთილია ბრძოლებში დაღუპულ მეომართა სახელები.

მემორიალზე აღბეჭდილია ქალაქის განმათავისუფლებელი რეალური ადამიანები. კერძოდ: ქალი პისტოლეტით ეს არის ალექსანდრა ნოზაძე, ქართველი, დაბადებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფელ ოთხარაში, 56-ე არმიის, 343-ე მსროლელთა დივიზიის, 1151-ე მსროლელთა პოლკის ასეულის პოლიტხელი. მასთან ახლოს ასეულის ხელმძღვანელი, ეროვნებით კარელიელი ლეიტენანტი ვლადიმირ მოლოვიდოვი, რომელმაც შეცვალა ალექსანდრა, მას შემდეგ რაც იგი გარდაიცვალა. აქვეა მეტყვიამფრქვევეთა ასეულის უმცროსი ლეიტენანტი ალექსეი ფილიპოვი[7].

მეორე მსოფლიო ომის დროს კუმჟენის კორომის ტერიტორიაზე სისხლისმღვრელი ბრძოლები გაიმართა. 1983 წელს ომში დაღუპული ჯარისკაცების პატივისცემის ნიშნად ააგეს მემორიალური კომპლექსი „კუმჟენის კორომი“[3]. მემორიალის ავტორია არქიტექტორი რ. მურადიანი, მოქანდაკეები ბ. ლაპკო და ე. ლაპკო[2]. მემორიალთან ყოველწლიურად იმართება სამგლოვიარო ცერემონიალები დაღუპული საბჭოთა ჯარისკაცების პატივსაცემად.

თავდაპირველად მემორიალურ კომპლექსში შედიოდა მუზეუმიც, მაგრამ 2000 წელს მუზეუმის შენობაში გაიხსნა რესტორანი[1]. 2015 წელს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით მოხდა მემორიალური კომპლექსის რესტავრაცია და კეთილმოწყობა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Ульяна Алфеева. (2012-06-26) Восстановят ли разоренный Кумженский мемориал?. dom.161.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-04. ციტირების თარიღი: 2013-10-03.
  2. 2.0 2.1 2.2 Мемориальный комплекс «Кумжинская роща». Ростов-на-Дону - Официальный портал городской Думы и Администрации города. ციტირების თარიღი: 2013-10-03.
  3. 3.0 3.1 Ольга Обухова Навечно останется светлая память в сердцах у людей о солдате войны... // Парламентский Вестник Дона. — 2013. — № 5 (42).[მკვდარი ბმული]
  4. Наталья Крюкова И снова бой. С чиновниками // «Правда». — 2004. — № 52.
  5. Юрий Селезнев. (2009-08-23) Кумженский мемориал для павших героев войны. Национальные приоритеты. ციტირების თარიღი: 2013-10-03.
  6. Железнодорожный район. Ростов-на-Дону - Официальный портал городской Думы и Администрации города. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-23. ციტირების თარიღი: 2013-10-03.
  7. Вера Волошинова. (6 мая 2010) Национальность – солдат Великой Отечественной. Живой Ростов. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-12. ციტირების თარიღი: 2015-07-26.