კულუ (მდინარე)
კულუ[1] (რუს. Кулу) — მდინარე რუსეთში, ხაბაროვსკის მხარესა და მაგადანის ოლქში. მდინარე კოლიმის მარჯვენა შემდგენელი. წარმოიქმნება მდინარეების ხუჯახისა და კენიელიჩის შეერთებით, რომლებიც სათავეს იღებენ სუნტარ-ხაიატის ქედის აღმოსავლეთ განშტოებებზე. სიგრძე 300 კმ (მდ. კენიელიჩის სათავიდან — 384 კმ). იკვებება შერეულად. ქვემო წელზე წყლის საშუალო ხარჯია 92 მ³/წმ. იყინება ოქტომბერში, ლღვება მაისის ბოლოს.[2]
კულუ რუს. Кулу | |
---|---|
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეულები | ხაბაროვსკის მხარე, მაგადანის ოლქი |
სათავე |
ხუჯახისა და კენიელიჩის შეერთება 61°52′23″ ჩ. გ. 145°33′40″ ა. გ. / 61.87306° ჩ. გ. 145.56111° ა. გ. |
შესართავი |
კოლიმა 62°17′31″ ჩ. გ. 147°44′07″ ა. გ. / 62.29194° ჩ. გ. 147.73528° ა. გ. |
სიგრძე | 300 კმ |
წყლის ხარჯი (საშ.) | 92 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 115.
- ↑ Кулу // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 13 — М., 1973.