ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კულექსი (ლათ. Culex), კოღოების გვარი Culicidae-თა ოჯახისა. გვარში 400-ზე მეტი სახეობაა, მათგან ყოფილ სსრკ-ში 20 სახეობა გვხვდება, უმთავრესად შორეულ აღმოსავლეთში, შუა აზიასა და კავკასიაში. სისხლისმწოვი მწერებია, ზოგი დაავადებათა (ფილარიოზი, იაპონური ენცეფალიტი, ენცეფალომიელიტი და სხვა) გადამტანია. ყველაზე მეტად გავრცელებულია ფრინველების სისხლმწოვი Culex pipiens. ადამიანს თავს ესხმის უმთავრესად სამხრეთში. უფრო ხშირად გვხვდება დასახლებულ პუნქტებში, შედის სახლებშიც. კვერცხებს დებს არხებში, კასრებში, ორმოებში. ზაფხულის განმავლობაში რამდენიმე თაობას იძლევა. იზამთრებს სარდაფებში. კულექსის გვარში შედის ფრინველთა სისხლის პლაზმოდიუმის გადამტანი სახეობებიც.

კულექსი
Culex quinquefasciatus
Culex quinquefasciatus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ორფრთიანები
ოჯახი:  კოღოები
გვარი:  კულექსი
ლათინური სახელი
Culex

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კულექსი“-დან