კუიტსეო
კუიტსეო (ესპ. Lago de Cuitzeo) — ტბა მექსიკაში, მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, მიჩოაკანის შტატში. ტბის ფართობია 300-400 კმ². იგი საკმაოდ არამდგრადია და წყლის დონე ხშირად იცვლება. კუიტსეო ფართობის მიხედვით მექსიკაში მეორე მტკნარი ტბაა.[1] გაწოლილია ზღვის დონიდან 1821 მ სიმაღლეზე.
კუიტსეო | |
---|---|
კოორდინატები: 19°56′ ჩ. გ. 101°05′ დ. გ. / 19.933° ჩ. გ. 101.083° დ. გ. | |
მდებარეობა | მექსიკა |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1821 მ |
სიგრძე | 20 კმ |
სიგანე | 20 კმ |
ფართობი | 300-400 კმ² |
საშუალო სიღრმე | 27 მ |
კუიტსეო ჩაკეტილ აუზში მდებარეობს, რომლის ფართობიც 4026 კვადრატული კილომეტრია. სწორედ ამ აუზის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს მიჩოაკანის დედაქალაქი მორელია.
ტბას ჩრდილოეთით, დასავლეთით და აღმოსავლეთით ცვალებადი, არამდგრადი ჭაობიანი სანაპირო ზოლი აქვს, საიდანაც აქ მდინარეები შემოედინება. კუიტსეოდან ბუნებრივად არც ერთი მდინარე არ გაედინება, მაგრამ ჩრდილოეთ სანაპიროდან გაჭრეს ხელოვნური არხი, რომლიდანაც ტბაში წყლის მაღალი დონის დროს ის მდინარე ლერმაში გაედინება.
ტბის წყლით მომმარაგებელი ძირითადი მდინარეებია: ვიეხო-დე-მორელია, გრანდე-დე-მორელია და კერენდარო.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კუიტსეო — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)