კუიბიშევოს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია
კუიბიშევოს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია (რუს. Церковь Николая Чудотворца) — მართლმადიდებლური ეკლესია კუიბიშევოს რაიონის სოფელ კუიბიშევოში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. აგებულია 1843-1860 წლებში.
კუიბიშევოს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია | |
ეკლესია რევოლუციამდე | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | როსტოვის ოლქი |
ადგილმდებარეობა | კუიბიშევო |
ფუნქციური სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1843-1860 |
გარე სურათები | |
---|---|
კუიბიშევოს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ახალი ეკლესია |
ეკლესიის მისამართი: 344048, რუსეთი, როსტოვის ოლქი, კუიბიშევოს რაიონი, სოფელი კუიბიშევო, როსტოვის ქუჩა № 24-ა.
ისტორია
რედაქტირება1785 წლის თებერვალში სოფელ გოლოდაევკაში (ამჟამად კუიბიშევო) დაიწყეს ხის ეკლესიის მშენებლობა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე. ეკლესია ააშენეს გენერალ-მაიორ დ. მარტინოვის ფინანსებით. ორი წლის შემდეგ ეკლესიის მშენებლობა დაასრულეს და აკურთხეს. დროთა განმავლობაში ხის ეკლესია დაძველდა. საჭირო გახდა სოფელში ახალი ეკლესიის აგება. 1838 წელს ადგილობრივი ხელისუფლების ბრძანებით ხის ეკლესია დაანგრიეს.
მრევლის თხოვნით 1836 წელს სოფელში ააშენეს სამლოცველო სახლი. ახალი ხის სამლოცველო სახლი აკურთხეს 1836 წლის დეკემბერში.
1843 წელს სოფელში დაიწყო ქვის ეკლესიის მშენებლობა. ეკლესიას აშენებდნენ მემამულე მარტინოვების ფინანსებით. მოუსავლიანობის გამო მემამულეებს შორის დაპირისპირებამ ეკლესიის მშენებლობა 1860 წლამდე გააჭიანურა. ბოლოს და ბოლოს ეკლესია ააშენეს თუმცა გეგმისაგან საკმაოდ განსხვავებით. ამ ეკლესიამ იარსება 1938 წლამდე, როდესაც იგი მთლიანად დაანგრიეს.
1991 წლამდე სოფელში ეკლესია არ იყო. 1991 წელს აქ ააგეს ახალი სამლოცველო სახლი. სოფელში განახლდა სამრევლო ცხოვრება და კვლავ დაიწყეს ფიქრი ახალი ეკლესიის აგებაზე. ეკლესიის მშენებლობა მრევლის სახსრებით დაიწყო 2003 წელს, როდესაც საფუძველი ჩაუყარეს ეკლესიის მშენებლობას. მშენებლობა გაგრძელდა 2007 წლამდე. 2009 წელს გადახურეს ეკლესია და სამრეკლო. ეკლესიისთვის შეიძინეს 420 კილოგრამიანი ზარი. 2012 წელს ეკლესიაზე დააყენეს შვიდი მოოქროვილი გუმბათი. ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე ეკლესია აკურთხეს 2014 წლის დეკემბერში.
ამჟამად ეკლესია მოქმედია. ეკლესიასთან მოქმედებს საკვირაო სკოლა. ეკლესიის წინამძღვარია მღვდელი ანდრეი (ბესპალოვი).