კუთხვილი
კუთხვილი — დეტალის ზედაპირზე თანამიმდევრულად განლაგებული მუდმივი კვეთის ხრახნული ღრმულებისა და შვერილების ერთობლიობა. შვერილებისა და ღრმულების კონტური ღერძზე გამავალ სიბრტყეში ქმნის კუთხვილის პროფილს. კუთხვილებს განასხვავებენ პროფილის მიხედვით (სამკუთხა, ტრაპეციისებრი, მართკუთხა, მრგვალი და სხვ.), დეტალის ზედაპირის ფორმის მიხედვით (ცილინდრული და კონუსური — გარე და შიგა; გარე კუთხვილს ჭანჭიკი ან ხრახნი ჰქვია, შიგას კი — ქანჩი), კონტურის ხრახნული წირის მიმართულების მიხედვით (მარჯვენა და მარცხენა), სვლების (კუთხვილის ძაფების) რიცხვის მიხედვით (ერთსვლიანი და მარავალსვლიანი), ექსპლუატაციის პირობების მიხედვით (საერთო დანიშნულებისა და სპეც.). საერთო დანიშნულების კუთხვილებს (სამაგრი — მეტრული კუთხვილი და დუიმური კუთხვილი) იყენებენ უმეტესად მანქანათა ნაწილების გასართ შეერთებებში, სპეციალურ კუთხვილებს კი — ოპტიკური ხელსაწყოებისათვის, გეოლოგიური სადაზვერვო იარაღებისათვის, ელექტრონათურის ვაზნებისათვის და სხვ.
კინემატიკური კუთხვილი
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 59, თბ., 1983 წელი