კუთხესახეხი მანქანა
კუთხესახეხი მანქანა ან კუთხესახეხი (ქართულ ენაში გავრცელებული ბარბარიზმებია: ბალგარკა, ბოლგარკა, ბარგალკა, რომელიც მომდინარეობს რუსული სიტყვისგან „болгарка“[1]) — რკინის, ქვის და სხვა ნაკეთობათა სახეხ-საჭრელი ხელის ელექტრომოწყობილობა; წარმოადგენს სახეხი მანქანების სახესხვაობას, რომელიც გამოიყენება აბრაზიული დამუშავებისათვის: ჭრისთვის, ხეხვისთვის, ქვის, ლითონის და სხვა ნაკეთობათა გაწმენდისათვის. გამოიყენება მშენებლობაში, ლითონდამუშავებასა და მერქნის დამუშავებაში. კუთხესახეხი მანქანა იკვებება ელექტროძრავათი, ბენზინის ძრავათი ან შეკუმშული ჰაერით.
კუთხესახეხი მანქანა გამოიგონეს 1954 წელს გერმანულ კომპანია Ackermann + Schmitt (FLEX-Elektrowerkzeuge GmbH)-ში, რომელიც მდებარეობს ქალაქ შტაინჰაიმ-ან-დერ-მურში.[2] ამ ინსტრუმენტის სასაუბრო სახელწოდება — „болгарка“ წარმოიშვა სსრკ-ში 1970-იან წლებში, როდესაც აქ გამოჩნდა მისი პირველი ნიმუშები, რომელიც გამოშვებული იყო სწორედ რომ ბულგარეთში, „სპარკი ელტოსის“ საწარმოზე, სავაჭრო ნიშნით „Eltos“ ქალაქ ლოვეჩში.[3]
ამ ინსტრუმენტის ეს სახელწოდება — „болгарка“ მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში გვხვდება.[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კუთხესახეხი მანქანა — ბარბარიზმების ლექსიკონი
- ↑ Henke, Michael (January 2009), "Nachgefragt: Warum heißen Winkelschleifer "Flex"", Fliesen und Platten (Köln: Verlagsgesellschaft Rudolf Müller): 45, http://www.flex-tools.com/documentpool/Winkelschleifer-FLEX-PR-FLiesen-Platten.pdf. წაკითხვის თარიღი: 2014-01-16 დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Защо ъглошлайфът в Русия се нарича «българка»?
- ↑ «Болгарка» - история названия и секреты правильного выбора инструмента : Правда Гомель. gp.by. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-29. ციტირების თარიღი: 2017-05-07.