კუზმინის სასაფლაოს ხარების სამლოცველო
კუზმინის სასაფლაოს ხარების სამლოცველო (რუს. Благовещенская часовня на Кузьминском кладбище) — მართლმადიდებლური ტაძარი ქალაქ პუშკინში, მდებარეობს კუზმინის სასაფლაოს ტერიტორიაზე. აგებულია 2005-2007 წლებში.
კუზმინის სასაფლაოს ხარების სამლოცველო | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 59°44′50″ ჩ. გ. 30°23′43″ ა. გ. / 59.74722° ჩ. გ. 30.39528° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | პუშკინი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | ეკლექტიკა |
თარიღდება | 2005-2007 |
ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირებაპირველი ტაძარი სლობოდა ბოლოშოე-კუზმინოში ააგეს 1749 წელს, როცა აქ გადაიტანეს მიძინების ეკლესია სასაფლაოსთან ერთად. გადატანის შემდეგ იგი აკურთხეს ღვთისმშობლის ხარების სახელზე.
1783 წლის 8 აპრილს მღვდელმა სტეფანე ივანოვმა შეასრულა ახალი ქვის ტაძრის საფუძვლის ჩაყრის ცერემონია. ტაძარი ააგეს ჯაკომო კვარნეგის პროექტის მიხედვით. ტაძრის კურთხევა შედგა 1785 წელს. ძველი ტაძარი დაშალეს 1787 წელს.
1923 წლის 17 მარტს დიმიტრი თესალონიკელისა და მარიამ მეგვიპტელის ეკლესიების დახურვის შემდეგ მათი საკურთხეველი გადაიტანეს ხარების ეკლესიაში.
31 მაისის ღამეს ტაძარი გაძარცვეს: დაიკარგა ბევრი ძველი ჭურჭელი და ხატები. ტაძარი იმყოფებოდა სახელმწიფო დაცვის ქვეშ, როგორც არქიტექტურის ძეგლი.
1939 წელს ლენინგრადის საოლქო აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით ღვთისმშობლის ხარების ეკლესია დახურეს და 1943-1944 წლებში დაანგრიეს.
1996 წელს დანგრეული ტაძრის ადგილზე აკურთხეს ხის ჯვარი. სამლოცველოს საფუძველი ჩაუყარეს 2005 წელს ტაძრის სარძიკველზე. სამლოცველოს მშენებლობა დასრულდა 2007 წელს.
არქიტექტურა
რედაქტირებატაძარი იყო ქვისგან აგებული ნახევარწრიული პორტიკით, რომელიც ეკავა ოთხ სვეტს. ტაძარში იყო სამი შესასვლელი. ტაძრის სიგრძე იყო 30 მეტრი, ხოლო სიგანე — 17 მეტრი. ხის კანკელი იყო მაღალი, ოთხიარუსიანი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Мещанинов М. Ю. Храмы Царского Села, Павловска и их ближайших окрестностей: Краткий исторический справочник. — 2-е изд., испр. и доп.. — СПб.: Genio Loci, 2007. — С. 369—376. — ISBN 5-9900655-3-1.