კუდიანები
კუდიანები — ქართველთა მითოლოგიურ წარმოდგენებსა და ფოლკლორში ადამიანი, უმეტესად ქალი, რომელსაც კუდი აქვს, მაგრამ მისი არსებობა სხვა ადამიანებისგან დაფარულია. თუ ის გაცხადდა, მის კუდიანობას ძალა ეკარგება. კუდიანი გადაადგილდება კატაზე, ძაღლზე ან ცოცხზე ამხედრებული. კუდიანები იკრიბებიან კუდიანთა და ავსულთა შეკრებებზე. კუდიანს შეუძლია უწმინდურ ცხოვლად ან მწერად გადაქცევა – მაქციობა. კუდიანს შუძლია კარის ჭუჭრუტანაში გაძვრომა. კუდიანს ორი სული და ორი გული აქვს: ერთი წმინდა, მეორე უწმინდური. ღამით ის ტოვებს წმინდა სულს და გულს და მიდის უწმინდურ საქმეზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თბილისი: ბაკმი, 2007. — გვ. 107, ISBN 978-99940-27-10-1.