კუბის პოლიტიკური სისტემა
კუბა კონსტიტუციურად განსაზღვრულია როგორც „სოციალისტური რესუბლიკა“, რომელიც ხოსე მარტის პრინციპებით ხელმძღვანელობს, პოლიტიკურად კი იზიარებს კომუნისტური სახელმწიფოს მამების — მარქსის, ენგელსისა და ლენინის იდეებს. ამჟამინდელი კონსტიტუცია მმართველ კუბის კომუნისტურ პარტიას „სახელმწიფოსა და საზოგადოების წამყვანი ძალის“ ფუნქციებს აკისრებს.
აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს კუბის მთავრობა, რომელიც წარმოდგენილია სახელმწიფო და მინისტრთა საბჭოებით. საკანონმდებლო ხელისუფლება ხორციელდება ერთპალატიანი, სახალხო ძალაუფლების ეროვნული ასამბლეის მიერ, რომლის ხელშიც სახელმწიფო ძალაუფლების მაქსიმუმი იყრის თავს. ამჟამად, სახელმწიფო საბჭოს პრეზიდენტია ყოფილი პრეზიდენტის, ფიდელ კასტროს ძმა — რაულ კასტრო, რომელიც ამავე დროს არის მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტი (ხშირად მოიხსენიებენ ასევე როგორც პრემიერ-მინისტრი), კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი და რევოლუციური შეიარაღებული ძალების მთვარსარდალი. ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტია რიკარდო ალკარონი.
სასამართლო ხელისუფლება სახალხო უზენაესი სასამართლოს ხელშია
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Cubaweb – კუბის ოფიციალური ვებ-პორტალი დაარქივებული 2005-07-13 საიტზე Wayback Machine.
- Gobierno de la República de Cuba – Government of the Republic of Cuba დაარქივებული 2007-04-08 საიტზე Wayback Machine.