კუბა-საქართველოს ურთიერთობები
კუბა-საქართველოს ურთიერთობები — წარმოადგენს ურთიერთობებს კუბასა და საქართველოს შორის. კუბასთან დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 18 აპრილს.
კუბის რესპუბლიკის ელჩები საქართველოში რედაქტირება
საქართველოს ელჩი კუბაში რედაქტირება
- მალხაზ მიქელაძე (2011 წლის სექტემბერი - დღემდე) (რეზიდენციით ქ. მეხიკო)
განხორციელებული ვიზიტები და შეხვედრები რედაქტირება
2009 წლის 19 ნოემბერს კუბის დედაქალაქ ჰავანაში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და კუბის მხარეს შორის, რომლის დროსაც განხილულ იქნა მხარეთა შორის პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები.
2009 წლის 2-5 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისათვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის მიზნით თბილისს ეწვია საქართველოში კუბის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (რეზიდენციით ქ. ბაქო) მარსელო კაბალიერო ტორესი.
2011 წლის 1-4 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით კუბის რეპუბლიკას ეწვია, რომლის ფარგლებში შეხვედრები გამართა კუბის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან და კულტურის მინისტრთან.
2011 წლის 16 სექტემბერს მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მალხაზ მიქელაძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა კუბის რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს გლადის მარია ბეხერანო პორტელას.