კრუია
კრუია (ალბ. Kruja) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ჩრდილო-ცენტრალურ ალბანეთში. მდებარეობს მთა კრუიესა და მდინარე იშემს შორის, ქალაქი მდებარეობს დედაქალაქ ტირანიდან 20 კმ-ში, მის ჩრდილოეთით.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
კრუია Kruja | |||
| |||
ქვეყანა | ალბანეთი | ||
ოლქი | დურესი | ||
კოორდინატები | 41°30′39″ ჩ. გ. 19°47′33″ ა. გ. / 41.51083° ჩ. გ. 19.79250° ა. გ. | ||
ფართობი | 45,69 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 24 მ | ||
მოსახლეობა | 8,921 კაცი (2023) | ||
სიმჭიდროვე | 200 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | 0511 | ||
საფოსტო ინდექსი | 1501 | ||
ოფიციალური საიტი | kruja.gov.al | ||
კრუია დასახლებული იყო ძველი ილირიული ტომის ალბანების მიერ. 1190 წელს კრუია გახდა პირველი ალბანური სახელმწიფოს, არბერის სამთავროს დედაქალაქი. შემდეგ იგი ალბანეთის სამეფოს დედაქალაქი გახდა, ხოლო XV საუკუნის დასაწყისში კრუია დაიპყრო ოსმალეთის იმპერიამ, მაგრამ 1443 წელს ხელახლა დაიბრუნა სკანდერბეგმა.
ოსმალებმა კონტროლი დაიბრუნეს ქალაქზე მეოთხე ალყის შემდეგ 1478 წელს და მიუერთეს თავის ტერიტორიებს. 1906 წლის ადგილობრივ აჯანყებას მოჰყვა ალბანეთის დამოუკიდებლობის გამოცხადება 1912 წელს. 1910-იანი წლების შუა პერიოდში კრუია იყო ბრძოლის მოედანი მცირე დროით არსებულ ცენტრალური ალბანეთის რესპუბლიკასა და ალბანეთის სამთავროს შორის. 1914 წელს ესად ტოფთანიმ მოახერხა ქალაქის დაპყრობა, მაგრამ იმავე წელს იგი ხელახლა შეურთდა ალბანეთის სამთავროს. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი იყო წინააღმდეგობის ლიდერ აბაზ კუპის აქტოვობების ცენტრი.
კრუიას მუზეუმებს შორისაა სკანდერბეგის მუზეუმი, რომელიც მდებარეობს კრუიის ციხის მიდამოებში და ეროვნული ეთნოგრაფიული მუზეუმი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Birge, John (1994). Encyclopedia of world art. Luzac Oriental. ISBN 1-898942-00-5.
- Elsie, Robert (2004). Historical dictionary of Albania. Scarecrow Press. ISBN 978-0-8108-4872-6.
- Fischer, Bernd Jürgen (1999). Albania at war, 1939–1945. Purdue University Press. ISBN 978-1-55753-141-4.
- Frashëri, Kristo (2002), Gjergj Kastrioti Skënderbeu: jeta dhe vepra, 1405–1468, Tiranë: Botimet Toena, ISBN 99927-1-627-4, https://books.google.com/books?id=vwR3PQAACAAJ&q=kristo+frasheri+skenderbeu. წაკითხვის თარიღი: 2 October 2020
- Gibb, Hamilton Alexander Rosskeen (1970). The Encyclopaedia of Islam. Brill Archive.
- Hardin, A. F. (2000). European societies in the bronze age. Cambridge University Press. ISBN 0-521-36729-8.