კრუგლოეს ამაღლების ეკლესია

კრუგლოეს ამაღლების ეკლესია (რუს. Церковь Вознесения Господня) — მართლმადიდებლური ეკლესია აზოვის რაიონის სოფელ კრუგლოეში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. აგებულია 1905 წელს.

კრუგლოეს ამაღლების ეკლესია
კრუგლოეს ამაღლების ეკლესია — რუსეთი
კრუგლოეს ამაღლების ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა კრუგლოე
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
საიტი rostov-12.cerkov.ru
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1905

ეკლესიის მისამართი: 346772, რუსეთი, როსტოვის ოლქი, აზოვის რაიონი, სოფელი კრუგლოე, პროლეტარიატის ქუჩა № 20-ა.

ისტორია რედაქტირება

  გარე სურათები
  კრუგლოეს ამაღლების ეკლესია

პირველი ხის ეკლესია ააგეს 1851 წელს, რომელიც 1855 წელს დაიწვა. ამის შემდეგ 1859 წელს ააგეს ასევე ხის სამლოცველო სახლი. 1905 წელს კრუგლოეში ააშენეს ახალი, აგურის ამარლების სახელობის ეკლესია სამრეკლოთი. ეკლესიის შენობა და სამრეკლო გადახურული იყო თუნუქის ფირფიტებით და შეღებილი ზეთის საღებავით.

ეკლესია იყო სამსაკურთხევლიანი, მისი დამატებითი საკურთხევლები იყო ღვთისმშობლის შობის სახელზე და მიქაელ მთავარანგელოზის სახელზე ნაკურთხი ამავე წელს ეკლესიასთან დააარსეს სამრევლო-საკვირაო საბჭო. ეკლესიის შენობას ჰქონდა ერთი დიდი და ოთხი პატარა გუმბათი, ასევე ორი გვერდითა შესასვლელების თავზე. სამრეკლო იყო სამიარუსიანი.

ისევე როგორც როსტოვის ოლქის სხვა ეკლესიებიც, ამაღლების ეკლესიაც დახურეს და მთლიანად დაანგრიეს 1930-იან წლებში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ღვთისმსახურება აღსდგა, მაგრამ უკვე სამლოცელო სახლში, რომელიც ასევე ამაღლების სახელზე იყო ნაკურთხი. ეკლესიაში ღვთისმსახურება უკვე აღარ შეწყვეტილა XX საუკუნის დასასრულამდე. 1999 წელს სამების მრევლს ადგილობრვმა ადმინისტრაციამ გადასცა ხის ეკლესია, რომელშიც ღვთისმსახურება დღემდე მიმდინარეობს.

2008 წელს მიმდინარებდა ეკლესიის რემონტი. 2009 წელს კი გაარემონტეს საკვირაო სკოლის შენობა.

ეკლესიის წინამძღვარი დიდი ხნის მანძლზე იყო ნიკოლოზ კრასნოსლობოდცევი. 2016 წელს ახალი წინამძღვარი გახდა მღვდელმონაზონი რაფაელი (მიტროფანოვი)[1].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Иеромонах (Митрофанов) Рафаил. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-12. ციტირების თარიღი: 2017-04-04.