კრომფორლენდერი (გერმ. Kromfohrländer) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია გერმანიაში 1940-იან წლებში.

კრომფორლენდერი
წარმოშობის ქვეყანა გერმანია
თვისებები
წონა 11,5-12,5 კგ.
სიმაღლე 38-43 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
13-14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

1945 წელს ამერიკელი ჯარისკაცები ქრუმე-ფერხეში (ვესტფალია) გავლით იყვნენ და ვინმე შლაიფენბაუმს მოყვითალო-ყავისფერი ძაღლი აჩუქეს. ახალმა პატრონმა ის ხუთჯერ შეაჯვარა თავის ძაღლთან, რომელიც გარეგნულად ჟღალ ბრეტონულ გრიფონს ჰგავდა. ამ შემთხვევებში დაბადებულმა, სიმპათიურმა ლეკვებმა სათავე დაუდეს ახალ ჯიშს. 1953 წელს ამ ჯიშმა ოფიციალური აღიარება მიიღო, თუმცა დღესდღეობით გადაშენება ემუქრება.

ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან კრომფორლენდერი გამოირჩევა მშვიდი ხასიათით და კიდევ ბევრი დადებითი თვისება აქვს: ის ძალიან კარგად ეგუება სხვა ძაღლებს და ბავშვებს, კარგად იწვრთნება, არ იკბინება და კარგი მოდარაჯეა. ერთადერთი სნეულება, რომლის მიმართ ამ ტერიერებს აქვთ მიდრეკილება - სახსრის დაავადება. კრომფორლენდერი პროპორციულად აგებული ძაღლია, ბალანი შეიძლება იყოს უხეში, დახვეული, ან სწორი და გლუვი. ბალანს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება, ადვილად უძლებს სიცივეს. აქვს საშუალო ზომის, ოვალური, მუქი თვალები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: