კრომერჟიჟის არქიეპისკოპოსის სასახლე

კრომერჟიჟის სასახლე (გერმ. Schloss Kremsier, ჩეხ. Arcibiskupský zámek) — სასახლე ჩეხეთის ქალაქ კრომერჟიჟში, რომელიც 1777 წლიდან გამოიყენებოდა ოლომოუცის ეპისკოპოსებისა და არქიეპისკოპოსების რეზიდენციად.

კრომერჟიჟის სასახლე და ბაღი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 48°46′32″ ჩ. გ. 16°46′30″ ა. გ. / 48.77556° ჩ. გ. 16.77500° ა. გ. / 48.77556; 16.77500
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1998  (22-ე სესია)
ნომერი 860
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 860
ინგლ.რუს.ფრ.

პირველი რეზიდენცია ამ ადგილას 1497 წელს დაარსდა ეპისკოპოს სტანისლას ტრუჟოს მიერ. ნაგებობა გვიანდელ გოტიკურ სტილში იყო გადაწყვეტილი, რენესანსის მცირედი დეტალებით. ოცდაათწლიანი ომის დროს, 1643 წელს, სასახლე შვედეთის არმიამ აიღო.

1664 წელს, ლიხტენშტაინების ძლევამოსილი ოჯახის ეპისკოპოსმა არქიტექტორ ფილიბერტო ლუჩესს სასახლის ბაროკოს სტილში გადაკეთება დაავალა. ოსტატი 1664 წელს გარდაიცვალა და სამუშაოები სხვა არქიტექტორმა ჯოვანი პიეტრო ტენკალამ განაგრძო, რომელმაც ბაღი და სასახლე ტურინის არქიტექტურული სკოლის სტილში გადააკეთა, რომელსაც თავად მიეკუთვნებოდა.

1752 წლის მარტში, სასახლე მნიშვნელოვნად დააზიანა ხანძარმა. რის გამოც, მოწვეულ იქნენ ორი საიმპერატორო მხატვარი, რომლებსაც მისი ინტერიერის დეკორირება დაევალათ. მათი ნამუშევრების გარდა, სასახლეში დღემდე ინახება ხელოვნების კოლექცია, რომელიც ქვეყანაში მეორე ყველაზე დახვეწილად მიიჩნევა. მათშორისაა ტიტანების მითოლოგიური სცენის მხატვრობები. კოლექციის უდიდესი ნაწილი 1673 წელს, გერმანიის ქალაქ კელნში კარელის ეპისკოპოსმა შეიძინა. სასახლე ასევე მოიცავს თვალსაჩინო მუსიკალურ არქივსა და ბიბლიოთეკას 33 000 ტომით.

1998 წელს, იუნესკომ სასახლე და მისი ბაღი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

სასახლის ინტერიერი გამოყენებულია მილოშ ფორმანის 1984 წელს ვოლფგან ამადეუს მოცარტის ცხოვრების შესახებ გადაღებულ ფილმში „ამადეუსი", როგორც ვენის ჰოფბურგების საიმპერატორო სასახლე, ასევე აქაა გადაღებული 1994 წლის ფილმის „უკვდავი საყვარლის" (Immortal Beloved ) პიანინოს კონცერტის სცენა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება