კრისტოფ ჰაბერლანდი
კრისტოფ ჰაბერლანდი (გერმ. Christoph Haberland, ლატვ. Kristofs Hāberlands; დ. 1 იანვარი 1750, რიგა — გ. 7 მარტი 1803, იქვე) — ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლატვიელი არქიტექტორი. მუშაობდა რიგაში.
დაიბადა 1750 წლის 1 იანვარს მოქანდაკე მამის ოჯახში, სკოლის დასრულების შემდეგ მუშაობდა მამასთან ოსტატად. იყო იოჰან პეტერ ლეიხტის მოსწავლე. 8 წელი სწავლობდა არქიტექტურას ბერლინში და დრეზდენში.
მონაწილეობა აქვს მიღებული 30-ზე მეტი საცხოვრებელი თუ ადმინისტრაციული სახლის მშენებლობაში.