კრისტოფ განსი
კრისტოფ განსი (ფრანგ. Christophe Gans) — ფრანგი კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი. განსი ძირითადად ცნობილია ჰორორის და თრილერის ჟანრში. მის ყველაზე ცნობილ ფილმებს შორისაა 2001 წელს გადაღებული ისტორიული ტრილერი მგლის საძმო და საშინელებათა ვიდეო თამაშის საილენტ ჰილის 2006 წლის ეკრანიზაცია.
კრისტოფ განსი | |
---|---|
კრისტოფ განსი 2010 წელს | |
დაბადების თარიღი |
11 მარტი, 1960 ანტიბე, საფრანგეთი |
საქმიანობა | კინორეჟისორი, კინოპროდიუსერი, სცენარისტი, გეიმერი. |
აქტიური | 1981–დღემდე |
ჯილდოები | "წლის საუკეთესო რეჟისორი" და სამეცნიერო ფანტასტიკის აკადემიის სპეციალური ჯილდო. გადაეცა 2002 წელს მისი ფილმის, "მგლის საძმოსთვის". |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგანსი დაიბადა ანტიბეში, სამხრეთ საფრანგეთში. თინეიჯერობის ასაკში ის ძირითადად დაკავებული იყო მეგობრებთან ერთად მინი ფილმების გადაღებით კუნგ-ფუს სტილის ორთაბრძოლებზე. მისი პირველი სერიოზული ნამუშევარი იყო ჰოვარდ ლავკრაფტის მოთხრობის ეკრანიზაცია "ნეკრონომიკონი". პირველი პოპულარული ფილმი კი, 1999 წელს გამოსული Crying Freeman.
განსი რეჟისორებს შორის რომლებმაც მასზე დიდი გავლენა მოახდინეს ასახელებს ჯონ კარპენტერს, დევიდ ლინჩს , დევიდ კრონენბერგს და სხვა.
კრისტოფი რომელიც თვითონ საილენტ ჰილის თამაშების სერიის დიდი მოყვარულია, ამბობს რომ მას ადაპტაციის გაკეთების სურვილი ყოველთვის ჰქონდა. როგორც თვითონ ამბობს მას 5 წელი დასჭირდა რომ საილენტ ჰილის გადაღებაზე უფლება მოეპოვებინა კონამისაგან.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1981 - Silver Slime
- 1993 - ნეკრონომიკონი (Necronomicon)
- 1995 - მტირალი მკვლელი (Crying Freeman)
- 2001 - მგლის საძმო (Le Pacte des Loups), (Brotherhood of the Wolf)
- 2004 - Saint Ange (პროდიუსერი)
- 2006 - საილენტ ჰილი (Silent Hill)
- 2014 - ურჩხული და მზეთუნახავი (Beauty and the Beast)