კრისტოფერ ტეილორი (გეიმდიზაინერი)

კრისტოფერ "კრის" ტეილორი (ინგლ. Christopher "Chris" Taylor) ვიდეო და სამაგიდო თამაშების დეველოპერი სამხრეთ კალიფორნიიდან. იგი ყველაზე მეტად ცნობილია განთქმული ვიდეო თამაშის Fallout-ის დიზაინის შექმნით.[1]მუშაობდა ტიმ კაენთან, ლეონარდ ბოიარსკისა და ჯეისონ ანდერსონთან ერთად კომპანია Interplay Entertainment-ში. მას აგრეთვე წვლილი მიუძღვის Star Trek: Starfleet Command-ის,[2] Stonekeep-ისა[3] და Fallout 2-ის შემუშავებაში. ტეილორი ასევვე იყო The Lord of the Rings Online-ის პროდიუსერი.

2005 წელს ტეილორმა ფოლაუტის კიდევ ორ სხვა დიზაინერთან (ტომ დეკერი და სკოტ ევერტი) ერთად დააარსა კომპანია Zero Radius Games, რომელიც დაკავებული იყო სამაგიდო თამაშების შექმნით. 2008 წლის 22 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ კრისტოფერი კვლავ შემოუერთდა Interplay Entertainment-ს ახალ პროექტზე სამუშაოდ, რომლის სახელი იყო "Project V13". მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ Project V13 იყო Fallout Online-ის კოდური სახელწოდება,[1] თუმცა პროექტზე მუშაობა გარკვეული მიზეზების გამო შეწყდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Spiess, Kevin. (24 სექტემბერი, 2008) Chris Taylor gets to work on Fallout MMORPG. Neoseeker. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-01. ციტირების თარიღი: 1 სექტემბერი, 2010.
  2. McWhertor, Michael. Interplay Brings Back Original Fallout Designer. Kotaku. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-01. ციტირების თარიღი: 1 სექტემბერი, 2010.
  3. Zysberg, Benjamin. (17 იანვარი, 2010) Stonekeep revient French. factornews. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-01. ციტირების თარიღი: 1 სექტემბერი, 2010.